უეინ რუნის ბლიც-კითხვები დაუსვეს, რომელზეც საკმაოდ საინტერესო პასუხები გასცა.
საინტერესოა, რომ საუკეთესო თანაგუნდელად ინგლისელმა არა კრიშტიანუ რონალდუ, არამედ კარლოს ტევესი დაასახელა.
საუკეთესო თანაგუნდელი: კარლოს ტევესი
ყველაზე რთული მეტოქე პრემიერ ლიგაში: ჯონ ტერი
აქტიური ფეხბურთელი, ვისთან თამაშსაც ისურვებდა: ერლინგ ჰალანდი
ყოფილი თანაგუნდელებიდან ყველაზე დაუფასებელი: პარკ ჯი სუნგი
საუკეთესო მეგობარი ფეხბურთში: დარენ ფლეჩერი
ყველაზე რთული გასვლითი სტადიონი: ენფილდი
ფავორიტი მოგონება პრემიერ ლიგიდან: 2006/07 ტიტული.