1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრაზილიელი ვარსკვლავის პირადი ცხოვრება წლებია სერიალად იქცა, სადაც ერთმანეთს ხანმოკლე რომანები, სკანდალური ღალატები, საჯარო ბოდიშები და ტოქსიკური ურთიერთობები ენაცვლება.
მისი ისტორია ჯერ კიდევ სანტოსში თამაშისას, 2010 წელს დაიწყო. თავდაპირველად იყო მოკლევადიანი რომანი რობერტა აპრატისთან, რასაც იმავე წელს კაროლინა დანტასთან შეხვედრა მოჰყვა.
დანტასთან ურთიერთობამ ნეიმარის ცხოვრებაში უდიდესი კვალი დატოვა. 2011 წელს მათ ვაჟი, დავი ლუკა შეეძინათ. მიუხედავად დაშორებისა, მათ დღემდე ჯანსაღი ურთიერთობა აქვთ შვილის გამო.
2011 წელი ნეიმარისთვის ნამდვილ რომანტიკულ ქარიშხლად იქცა. მისი სახელი დანი სპერლეს, ფიტნეს-მწვრთნელ მაირა კარდის, ტელეწამყვან ნიკოლ ბალსს, მოდელ ანდრესა სუიტას, მსახიობ დანიელა კარვალიუს, კაროლ აბრანშეშსა და ბარბარა ევანსს უკავშირდებოდა. 2012 წელს კი მის ცხოვრებაში ტელეწამყვანი კაროლ ბელიც გამოჩნდა.
ნეიმარის ცხოვრებაში ყველაზე ხანგრძლივი, დრამატული და ტოქსიკური ეპიზოდი ბრაზილიელ მსახიობ ბრუნა მარკეზინეს უკავშირდება, რომელთან ურთიერთობაც 2012-დან 2018 წლამდე, 5-წლიანი განუწყვეტელი დაშორება-შერიგებების ფონზე მიმდინარეობდა. წყვილი ერთმანეთს რიო-დე-ჟანეიროში, საქველმოქმედო მატჩზე შეხვდა. მათი რომანი თავიდანვე მედიის უდიდესი წნეხის ქვეშ მოექცა, თუმცა ტოქსიკურობის მთავარი მიზეზი ნეიმარის სავარაუდო ღალატი გახდა.
პირველი სერიოზული ბზარი 2013 წელს გაჩნდა, როდესაც ლარისა ოლივეირამ და Playboy-ის მოდელმა პატრისია ჟორდანემ ფეხბურთელთან საიდუმლო რომანების შესახებ განაცხადეს. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ წყვილი დაშორდა, რის შემდეგაც ნეიმარის გვერდით სერბი მოდელი სარა ვუჩელიჩი (რომლის ჩამოსაყვანადაც კერძო თვითმფრინავი გააგზავნა), გაბრიელა ლენცი, თაილა აიალა და ესპანელი იურისტი ელისაბეთ მარტინესი ჩნდებოდნენ.
2016 წელს ნეიმარი ჰოლივუდის მსახიობ ქლოი გრაცთან და UFC-ის რინგ-გოგონა ჯენი ანდრადესთან შენიშნეს. მარკეზინესთან 2016 წლის ოქტომბერში შერიგების მიუხედავად, 2017 წლის ივნისში ისინი კვლავ დაშორდნენ, რასაც მოჰყვა მოკლე რომანი კაროლ კაპუტოსთან. 2017 წლის ახალი წლის ღამეს წყვილი ისევ შერიგდა, თუმცა 2018 წლის ბოლოს მარკეზინესა და ნეიმარის ემოციურად დამცლელი ეტაპი საბოლოოდ დასრულდა. 2019 წელს, ფეხბურთელი პოპ-ვარსკვლავ ანიტასთან ერთად შეინიშნა.
მარკეზინეს შემდეგ ნეიმარის ცხოვრებაში ახალი, არანაკლებ სკანდალური ეტაპი დადგა ბრუნა ბიანკარდისთან, რომელთან ურთიერთობაც 2021 წელს დაიწყო და ოფიციალურად 2022 წლის იანვარში დადასტურდა. 2022 წლის აგვისტოში დროებითი დაშორების შემდეგ წყვილი 2023 წლის დასაწყისში შერიგდა და აპრილში განაცხადა, რომ შვილს ელოდებოდნენ.
ორსულობის პერიოდი ნამდვილ სკანდალში გადაიზარდა. ბლოგერმა ფერნანდა კამპოსმა გაასაჯაროვა მიმოწერები, რომლებიც ადასტურებდა, რომ ნეიმარმა შეყვარებულს ვალენტინობის წინა დღეს უღალატა.
ამ ფაქტმა მედიაში გამოააშკარავა წყვილის უცნაური სექს-კონტრაქტის არსებობაც, რომელიც ფეხბურთელს სხვა ქალებთან ურთიერთობის ნებას რთავდა, თუმცა მკაცრი პირობებით: აკრძალული იყო ტუჩებში კოცნა, სავალდებულო იყო პრეზერვატივის გამოყენება და სრული კონფიდენციალურობა. ნეიმარმა კონტრაქტის პირობები დაარღვია, რის გამოც ინსტაგრამზე ბიანკარდის საჯარო ბოდიში მოუხადა:
ბრუ,
ამას თქვენ ორივესთვის და შენი ოჯახისთვის ვაკეთებ.
უპატიებელს ვამართლებ. არ იყო საჭირო. მაგრამ შენ ჩემს (ჩვენს) ცხოვრებაში მჭირდები. დავინახე, რამდენად რამდენად იტანჯე ამ ყველაფრით და რამდენად გინდა ჩემ გვერდით ყოფნა.
მეც შენს გვერდით ყოფნა მინდა.
შევცოდე.
თქვენთან მიმართებაში შევცოდე.
გაბედულად ვიტყვი, რომ ვცდები ყოველდღე, მოედანზეც და მის გარეთაც. უბრალოდ, ჩემს პირად ცხოვრებაში დაშვებულ შეცდომებს სახლში, ოჯახისა და მეგობრების ინტიმურ წრეში ვწყვეტ...
ეს ყველაფერი შეეხო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებულ ადამიანს. ქალს, რომელთანაც გვერდით ყოფნაზე ვოცნებობდი, ჩემი შვილის დედას. შეეხო შენს ოჯახს, რომელიც დღეს ჩემი ოჯახია. შეეხო შენს პირად სივრცეს ისეთ საპასუხისმგებლო და განსაკუთრებულ მომენტში, როგორიცაა დედობა.
ბრუ, უკვე გთხოვე პატიება ჩემი შეცდომებისთვის, მაგრამ თავს მოვალედ ვთვლი, ეს საჯაროდ გავიმეორო. თუ პირადი საკითხი საჯარო გახდა, პატიების თხოვნაც საჯარო უნდა იყოს.
არ წარმომიდგენია შენ გარეშე ცხოვრება. არ ვიცი, გამოგვივა თუ არა, მაგრამ დღეს ერთადერთი რამაა ჩემთვის ნათელი. მინდა, რომ ვცადოთ.
ჩვენი მიზანი გაიმარჯვებს, ჩვენი პატარას მიმართ სიყვარული გაიმარჯვებს, ერთმანეთისადმი სიყვარული კი უფრო გაგვაძლიერებს.
მუდამ ჩვენ.
მიყვარხარ ❤️
სკანდალები ამით არ დასრულებულა. გამოაშკარავდა ნეიმარის მიმოწერა OnlyFans-ის ვარსკვლავ ალინე ფარიასთან და კადრები ესპანეთის ღამის კლუბიდან. 2023 წლის ნოემბერში ქალიშვილის დაბადებიდან სულ რაღაც ერთ თვეში, ბიანკარდიმ ინსტაგრამ სთორიზე ოფიციალურად გამოაცხადა დაშორება:
ეს პირადი საკითხია. თუმცა, რადგან ყოველდღიურად მიწევს სიახლეების, ჭორებისა და ხუმრობების ყურება, მინდა განვმარტო, რომ ნეიმართან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს.
ჩვენ მავის მშობლები ვართ და ჩვენი კავშირის მიზეზიც სწორედ ესაა. იმედი მაქვს, შეწყვეტენ ჩემს დაკავშირებას იმ ამბებთან, რომლებიც ნეიმარის სავარაუდო ღალატის შემთხვევებს ეხება. დიდი მადლობა
მოგვიანებით გავრცელდა ცნობები ნეიმარის წვეულებაზე ესკორტების მიწვევისა და მორიგი ღალატის ბრალდებების შესახებ. მიუხედავად უამრავი სკანდალისა, 2024 წელს წყვილი კვლავ შერიგდა. ამასობაში, ნეიმარს მოდელ ამანდა კიმბერლისგან კიდევ ერთი ქალიშვილი, ჰელენა შეეძინა.
სანტოსში დაბრუნებისა და მორიგი ტრავმის ფონზე, ნეიმარის გარშემო მორიგი სკანდალი აგორდა. იგი 20 ესკორტის მონაწილეობით გამართულ წვეულებაზე შენიშნეს იმ პერიოდში, როდესაც ბრუნა ბიანკარდი მათი მეორე შვილით იყო ორსულად. წვეულების ერთ-ერთმა მონაწილემ, ენი ავუადამ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბრალდებებსა და შედარებებს ვიდეომიმართვით უპასუხა და განაცხადა, რომ მას არ სურს იყოს ბრუნა ბიანკარდი. ენიმ აღნიშნა, რომ არავის წინაშე არ არის ვალდებული, ის უბრალოდ თავის საქმეს ასრულებდა, რაშიც 20 000 ბრაზილიური რეალი გადაუხადეს.
მან ასევე განაცხადა, რომ წვეულებაზე მყოფ კიდევ ერთ ესკორტს ღიად ჰქონდა განზრახული ნეიმარისგან დაორსულება, რათა მომავალში სოლიდური ფინანსური სარგებელი მიეღო. ამ ყველაფრის ფონზე 2025 წლის ივლისში ნეიმარს ბიანკარდისგან მეორე ქალიშვილი, მელი ეყოლა.
როდესაც ფეხბურთელი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ასპარეზობისთვის ემზადებოდა, 2026 წლის ივნისში წყვილმა განაცხადა, რომ მესამე შვილს ელოდებიან.
აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ბრუნა ბიანკარდიმ თავის კულინარიულ შოუში Bru Na Cozinha ნეიმარის ყოფილი შეყვარებული და მისი უფროსი ვაჟის, დავი ლუკას დედა, კაროლინა დანტასი მიიწვია. გადაცემაში დანტასმა ღიად ისაუბრა მათ წარსულ უთანხმოებაზე და აღნიშნა, რომ თავდაპირველად ბიანკარდი განსაკუთრებით პარიზში გატარებული პერიოდის გამო არ მოსწონდა, რადგან საკუთარი შვილის უცხო ადამიანთან დატოვება უჭირდა.
მიუხედავად ამისა, მანვე ხაზი გაუსვა, რომ მათ შორის ღია კონფლიქტი არასდროს ყოფილა, დროთა განმავლობაში ურთიერთობა დაალაგეს, დღეს კი ერთმანეთთან მეგობრობენ და წარსულ გაუგებრობებზეც ერთად იცინიან.

ანანო მკალავიშვილი
კომენტარები