საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალური გვერდის გამოკითხვის შემდეგ 2024-25 წლების სეზონის საუკეთეს გოლად ზურიკო დავითაშვილის გატანილი გოლი დასახელდა ოსერის კარში.
სეზონის გოლის ნომინაციაზე სხვა ქართველების - ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებიც იყო დასახელებული, თუმცა საუკეთესოს წოდება ზურიკომ მოიპოვა.
ლიგა 1-ის გასულ სეზონში სენტ-ეტიენის ქართველმა შემტევმა 9 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა, მწვანეები კი ლიგა 2-ში დაქვეითდნენ.