Geo Team-ის ცნობით, შახტარი ქართველი მცველების, გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის ამ ზაფხულში გაყიდვას არ აპირებს.
უკრაინული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა არდა თურანმა ორივე ფეხბურთელს უთხრა, რომ ისინი სჭირდება.
წყაროს თქმით, სენტ-ეტიენმა გიორგი გოჩოლეიშვილის სანაცვლოდ შახტარს 3 მილიონი შესთავაზა, უკრაინულმა კლუბმა კი წინადადება დაბლოკა. ფრანგების სამიზნედ ქართველი მცველი კვლავ რჩება, თუმცა შახტარს არ სურს განიხილოს გოჩოლეიშვილზე წინადადებები 10 მილიონ ევროზე ნაკლებად.
იდენტური მოთხოვნები აქვს დონეცკურ კლუბს ირაკლი აზაროვის მსურველების მიმართ - 10 მილიონ ევროზე ნაკლებად უკრაინელები მოლაპარაკების დაწყებას არ აპირებენ.
ირაკლი აზაროვს შახტართან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, გიორგი გოჩოლეიშვილს - 2027 წლის ბოლომდე.
გოჩოლეიშვილმა გასული სეზონი იჯარის წესით დანიურ კოპენჰაგენში გაატარა.