გაბრიელ სიგუამ შვეიცარიის სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე მოქმედება შეასრულა. ექს-ჩემპიონ იანგ ბოიზთან ასისტი გააკეთა.
ლოზანას ქართველმა ნახევარმცველმა მატჩი ძირითადიდან დაიწყო და მე-4 წუთზე ანგარიში მისი საგოლე პასის შემდეგ გაიხსნა. სიგუა პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, როცა მისი გუნდი 2:0-ს იგებდა.
სიგუასთვის ეს ბოლო ორ მატჩში მეორე საგოლე გადაცემაა - ხუთშაბათს, კონფერენს ლიგაზე, ბრეიდაბლიკის წინააღმდეგაც გამოიჩინა თავი.
ლოზანამ ბოლო 8-დან 6 სეზონში შვეიცარიის ჩემპიონ იანგ ბოიზს 5:0 მოუგო, სუპერ ლიგაში 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
სიგუას გუნდისთვის სეზონში მე-2 გამარჯვებაა - 8 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა. მომდევნო ტურში მე-4 ადგილოსან ლუცერნს ესტუმრება.