Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
როგორც იცით, ჯაბა კანკავამ ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე უარი თვითნებურად თქვა.
ნაკრების ექს-კაპიტანმა დღეს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც წერს, რომ მიიღო გადაწყვეტილება, გერმანიაში არა ფეხბურთელის, არამედ ქომაგის სტატუსით ჩავიდეს.
ჯაბას ამ გადაწყვეტილებამ ვილი სანიოლის 26-კაციან განაცხადში ერთი ადგილი გაანთავისუფლა და ფრანგს მის ნაცვლად ვინმე უნდა გამოეძახებინა.
Geo Team-ის ინფორმაციით, ჯაბა კანკავას ეროვნულ ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდა ნახევარმცველი, გაბრიელ სიგუა შეცვლის.
ბაზელის ფეხბურთელმა განვლილ სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა, ეროვნულ ნაკრებში მას ამ დრომდე ორი მატჩი აქვს ჩატარებული - მონღოლეთთან და ტაილანდთან ამხანაგურებში მან მოედანზე ჯამში 58 წუთი გაატარა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი