იანიკ სინერმა ამ სეზონში ზედიზედ მე-3 მასტერსი მოიგო და რეიტინგის სათავეში 6-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
მონტე-კარლოს მასტერსის გადამწყვეტ მატჩში სინერმა თავის მთავარ მეტოქეს, კარლოს ალკარასს მოუგო და ტიტულთან ერთად რეიტინგის პირველი ნომრობაც წაართვა.
ათეულის მნიშვნელოვანი ცვლილებებიდან აღსანიშნავია ასევე ლორენცო მუსეტის ვარდნაც, რომელიც 5-დან მე-9 პოზიციამდე დაქვეითდა.
ათეული ასე გამოიყურება:
1 (2). იანიკ სინერი — 13 350 ქულა
2 (1). კარლოს ალკარასი — 13 240 ქულა
3. ალექსანდრ ზვერევი — 5 555 ქულა
4. ნოვაკ ჯოკოვიჩი — 4 710 ქულა
5 (7). ფელიქს ოჟე-ალიასიმე — 4 100 ქულა
6 (8). ბენ შელტონი — 3 900 ქულა
7 (6). ალექს დე მინორი — 3 895 ქულა
8. ტეილორ ფრიცი — 3 870 ქულა
9 (5). ლორენცო მუსეტი — 3 625 ქულა
10. დანიილ მედვედევი — 3560 ქულა.