პრემიერ ლიგის მე-2 ტურში მანჩესტერ სოტიმ ეტოჰადზე უმაღლეს დივიზიონში ახლად აღზევებულ იფსვიჩს უმასპინძლა.
შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-7 წუთზე ერთო ერთზე გასულმა სემი შმოდიჩმა ედერსონს აჯობა, თუმცა იფსვიჩელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა.
მე-12 წუთზე ერლინგ ჰალანდმა პენალტი ზუსტად შეასრულა, რომელიც სავინიოს წაქცევის გამო დაინიშნა. აქედან 2 წუთში სტუმართა მეკარე მურიჩმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა და კევინ დე ბრუინმა ქალაქელები უკვე წინ გაიყვანა. კოდევ 2 წუთში კი ნორვეგიელმა თავდამსხმელმა სხვაობა უკვე ორბურთიანი გაზარდა, ბელგიელმა ნახევარმცველმა ამ შემთხვევაში საგოლე გადაცემა მიითვალა.
გოლის გაშვებიდან 9 წუთში სიტის სასარგებლოდ ანგარიში უკვე 3-1 იყო, ამის შემდეგ კი გვარდიოლას გუნდი ცოტათი დაწყნარდა.
88-ე წუთზე ჰალანდმა უკვე ჰეთ-თრიქი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც (4-1) დააფიქსირა.
მანჩესტერ სიტის ორი მატჩის შემდეგ 6 ქულა აქვს და უდანაკარგოდაა, ჰალანდი კი 4 გოლოთ ბომბარდირთა დავის სათავეშია.