მადრიდის რეალის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ჩაბარებასთან კიდევ უფრო ახლოსაა.
სავარაუდოდ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი 2026 წლის მუნდიალის შემდეგ დიდიე დეშამს შეცვლის.
Le Parisien-ის ინფორმაციით, 53 წლის ზიდანმა რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან (FFF) სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. მხარეებს მხოლოდ რამდენიმე დეტალი დარჩათ მოსაგვარებელი. ზიდანს სურს, რომ მის სამწვრთნელო შტაბში იმაზე მეტი ადამიანი იყოს, ვიდრე ახლა დეშამს ჰყავს.
ასისტენტების რაოდენობა მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხია და დიდია ალბათობა, რომ ეს თემა უახლოეს მომავალში გადაწყდეს.
FFF-ის პრეზიდენტმა, ფილიპ დიალომ განაცხადა, რომ დეშამის მემკვიდრის ვინაობა ოფიციალურად მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 19 ივლისს გამოცხადდება.