• ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
სკანდალი ქართველი მეკარის გარშემო - რა მოხდა თურქეთში?
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

სკანდალი ქართველი მეკარის გარშემო - რა მოხდა თურქეთში?

08 სექ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

თურქულმა კლუბმა გიოზთეფემ საქართველოს ნაკრების მეკარე, ლუკა გუგეშაშვილი, პირველი გუნდიდან მოკვეთა.


,,საზოგადოების საყურადღებოდ,


ჩვენმა კლუბმა პროფესიონალური საფეხბურთო A გუნდის მოთამაშის, ლუკა გუგეშაშვილის მიმართ დისციპლინური პროცესი დაიწყო იმ ინციდენტების გამო, რომლებიც გუშინ საღამოს გაზიანთეფთან გამართული მატჩის შემდეგ მოხდა.


დისციპლინური პროცესის დასრულებამდე ჩვენი ფეხბურთელი გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშებს." - წერია კლუბის განცხადებაში.


თურქეთის სუპერ ლიგის მე-4 ტურში გიოზთეფემ გაზიანთეფთან 2-4 წააგო, ლუკა გუგეშაშვილმა კი ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გაუშვა, რის გამოც გულშემატკივრების სტვენა და ობსტრუქცია მიიღო, შესვენებაზე კი მთავარმა მწვრთნელმა ქართველი შეცვალა.


მატჩის შემდეგ ლუკამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა:


,,მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ყოველთვის ბოლო სასტვენამდე იბრძვის. ზოგჯერ ყველაფერი ისე გამოდის, როგორც გვინდა, ზოგჯერ კი - არა. ფეხბურთში არის როგორც კარგი, ისე ცუდი დღეები. მაგრამ ვერავინ დააყენებს ეჭვქვეშ ჩემს ბრძოლას, ჩემს ხასიათსა და იმ ძალისხმევას, რომელსაც ამ მაისურისთვის ვიღებ.


ის, რასაც დღეს აკეთებთ, გულშემატკივრობა არ არის. რა თქმა უნდა, არსებობენ გიოზთეფეს ნამდვილი გულშემატკივრები, რომლებსაც ეს კლუბი ნამდვილად უყვართ და ნებისმიერ სიტუაციაში გუნდის გვერდით დგანან. მათ მიმართ უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა მაქვს.


დიახ, შესაძლოა, ახლა რთულ პერიოდს გავდივართ. მაგრამ მას შემდეგ, რაც გიოზთეფეში მოვედი, არ ყოფილა არც ერთი დღე, როდესაც ამ კლუბის ემბლემა და სახელი არ დამეცვა. საქართველოში, თურქეთში, სახლში, ქუჩაში თუ მოედანზე... ყველგან ამაყად წარმოვადგენდი და ვიცავდი გიოზთეფეს.


მათ კი, ვინც კლავიატურას ამოფარებული იქიდან საუბრობს, მხოლოდ ერთ რამეს ვეტყვი: ცხოვრება გრძელია, სამყარო კი პატარა. ერთ დღეს აუცილებლად შევხვდებით - ქუჩაში ან სადმე სხვაგან...


უსაზღვრო სიყვარულით გიოზთეფეს ნამდვილი გულშემატკივრების მიმართ." - დაწერა გუგეშაშვილმა.


Geo Team-ის ცნობით, ფეხბურთელის წყობილებიდან გამოყვანა სტადიონზე მყოფი ხალხის იმ კატეგორიამ მოახერხა, რომლებმაც ლუკას ორსული მეუღლე ამოიცნეს და მას მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში უსტვენდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.


ქართველი მეკარე თურქულ კლუბს გასულ ზაფხულს ბერძნული პაოკიდან იჯარის წესით შეუერთდა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ლუკა გუგეშაშვილი
ქართული ფეხბურთი
თურქეთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: იბერიამ მეშახტესთან ანგარიში ჩანჩარის გოლით გახსნა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: იბერიამ მეშახტესთან ანგარიში ჩანჩარის გოლით გახსნა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: სიხარულაშვილმაც გაიტანა - იბერიას მე-2 გოლი მეშახტესთან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: სიხარულაშვილმაც გაიტანა - იბერიას მე-2 გოლი მეშახტესთან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია“ - ქოჩორაშვილი ლევანტესთან მატჩამდე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია“ - ქოჩორაშვილი ლევანტესთან მატჩამდე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: იბერია 1999-მა მეშახტე დაამარცხა და ცხრილში გალიდერდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: იბერია 1999-მა მეშახტე დაამარცხა და ცხრილში გალიდერდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

15 სთ წინ

VIDEO: იბერიამ მეშახტესთან ანგარიში ჩანჩარის გოლით გახსნა

News image

14 სთ წინ

VIDEO: სიხარულაშვილმაც გაიტანა - იბერიას მე-2 გოლი მეშახტესთან

News image

14 სთ წინ

,,ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია“ - ქოჩორაშვილი ლევანტესთან მატჩამდე

News image

13 სთ წინ

VIDEO: იბერია 1999-მა მეშახტე დაამარცხა და ცხრილში გალიდერდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება