ილია თოფურიამ ჯეკ დელა მადალენას ისლამ მახაჩევთან ბრძოლისთვის რჩევა მისცა.
როგორც იცით, რუსეთის სახელით მოასპარეზე მებრძოლმა მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დათმო და ქვე-საშუალო დივიზიონში გადაინაცვლა, სადაც ქამრისთვის მოქმედ ჩემპიონს, ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება. ბრძოლა ამ ეტაპზე ოფიციალურად ჩანიშნული არ არის.
ქვიზი: როგორ გახსოვს ილია თოფურიას განვლილი გზა UFC-ში?
„ჯეკმა ისლამი სხეულში პირდაპირი დარტყმებით უნდა შეაწუხოს. ამით ის გდებების მცდელობებს შეაჩერებს.
სხეულში დარტყმები თეიქდაუნებისგან იდეალური დაცვაა - ჯეკი კი ბრწყინვალე დამრტყმელია. მისი სტილი ძალიან მომწონს." - აღნიშნა ქართველმა სპორტსმენმა.
თავად თოფურია 29 ივნისის დილას მახაჩევის მიერ გათავისუფლებული მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრაზილიელ ჩარზლს ოლივეირას დაუპირისპირდება.