არნე სლოტს სანდერლენდთან მატჩის შემდეგ ჰკითხეს, ხომ არ დაუკარგავთ მეტოქეებს ბოლო დროს "ენფილდის შიში".
„ენფილდს ნამდვილად არ დაუკარგავს. თუმცა აშკარაა, რომ გუნდები, რომლებიც ახლა გვეთამაშებიან, ფიქრობენ, რომ სასურველი შედეგის მიღწევა ნამდვილად შეიძლება.
ის მატჩებიც კი, რომელიც მოვიგეთ, მეტოქისთვის თავდაჯერების საშუალება იყო - ისინი ხედავდნენ, რომ ჩვენს წინააღმდეგ რაღაცის მოხერხება ნამდვილად შესაძლებელია. სეზონის დასაწყისში მოპოვებული გამარჯვებებიც არ იყო მარტივი.
არ გეთანხმებით იმაში, რომ ამ მატჩში მეტოქის თავდაჯერება თამაშის მსვლელობისას იზრდებოდა, იმიტომ რომ ჩემი აზრით, მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი გუნდი ფლობდა ბურთს, მეორე კი სულ თავის ნახევარზე იდგა.
კი, ისინი ახერხებდნენ ჩვენს ნახევარზე გადმოსვლას, თუ ჯარიმას მოიპოვებდნენ, ან კარიდან დარტყმას. რამდენჯერმე სტანდარტებზეც მოგვიწია თავის დაცვა.
რა თქმა უნდა, ესეც ხიფათია, ამ სეზონმა აჩვენა, რომ სტანდარტული მდგომარეობები ჩვენთვის ხიფათს წარმოადგენს. კარგია, რომ დღეს გოლი სტანდარტიდან არ გაგვიშვია. შესაძლოა, სწორედ ამან მოგგვიტანა დღეს ერთი ქულა." - აღნიშნა სლოტმა.