• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
„სპორტის ისტორიაში უდიდესი ღონისძიება“ - თოფურია UFC Freedom 250-ზე
ქართულიქართული
UFCUFC

„სპორტის ისტორიაში უდიდესი ღონისძიება“ - თოფურია UFC Freedom 250-ზე

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ილია თოფურიას წინ უდგას უზარმაზარი, ისტორიული გამოწვევა: 15 ივნისს, თეთრ სახლში, UFC Freedom 250-ის მთავარი ბრძოლა ჩაატაროს - ღონისძიება, რომელიც დონალდ ტრამპის დაბადების დღეს ემთხვევა.


ქართველი ვარსკვლავი თავის მეორე ქამარს დროებითი ჩემპიონის ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ დაიცავს, რომელსაც უკვე ორჯერ უჩხუბია ტიტულისთვის.


პრეზიდენტის რეზიდენციის სამხრეთ გაზონი უკვე გარდაიქმნება: იქ განთავსდება ოქტაგონი, განათებები და გიგანტური ეკრანები, რათა პრეზიდენტმა და 5,000 VIP სტუმარმა იხილონ მართლაც უნიკალური საბრძოლო საღამო.


17 გამარჯვებით და დაუმარცხებელი რეკორდით, თოფურია ღონისძიების მთავარი ფიგურა იქნება. თავის ძმასთან, ალექსანდრე თოფურიასთან ერთად, რომელიც ასევე UFC-ის მებრძოლია და მსოფლიოს წამყვან MMA ორგანიზაციაში ორი გამარჯვება აქვს, ილია HBO Max-ზე ახალ დოკუმენტურ სერიალსაც უშვებს - „The Topurias“.


სერიალი ასახავს მათ გზას UFC-ში: ილიას მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლიდან დაწყებული, თეთრი სახლის ღონისძიების გამოცხადებამდე, ასევე ალექსანდრეს ორ ბრძოლამდე.


ესპანურმა გამოცემა AS-მა ილიასთან ინტერვიუ ჩაწერა.


რამდენიმე თვის წინ მაიამიში გადახვედით, რათა მოსამზადებელი ბანაკი იქ დაგესრულებინათ. როგორ ჩაიარა მომზადებამ აშშ-ში?


ძალიან კარგად, ყველაფერი იდეალურად იყო. მაიამი ჩვენთვის უკვე საკმაოდ ნაცნობი ადგილი იყო, რადგან იქ ადრე არაერთი ბანაკი გაგვივლია. ახლა კი მას სხვა თვალით ვუყურებთ, იმ შეგრძნებით, რომ აქ ვცხოვრობთ.


თქვენ იქნებით ღონისძიების მთავარი მონაწილე, რომელსაც UFC-ის ისტორიაში ყველაზე დიდ ივენთად მოიხსენიებენ, UFC Freedom 250 თეთრ სახლში. რას გრძნობთ და რას ელით?


უზომოდ აღფრთოვანებული და მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ასეთი ღონისძიების მთავარი ბრძოლა მერგო. ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ UFC-ის, არამედ მთლიანად სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა იქნება.


ეს ისტორიაში შევა, ასე მგონია მე და ასე ამბობენ სხვებიც. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რას უნდა ველოდო და როგორ იქნება ყველაფერი მოწყობილი. ბრძოლის კვირამდე თეთრ სახლში ტურს მოგვიწყობენ, აგვიხსნიან, როგორ იმუშავებს ყველაფერი, საიდან შევალთ, საიდან გამოვალთ.


ძალიან მაინტერესებს ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა. ეს მართლაც უნიკალურია, თეთრ სახლში სეირნობ და ამავე დროს ინსტრუქციებს გაძლევენ. ცოტა სასაცილოც კია.


თქვენი მეტოქე იქნება ჯასტინ გეიჯი - დროებითი ჩემპიონი მსუბუქ წონაში, რომელსაც უკვე ორჯერ უჩხუბია ტიტულისთვის (ორივე შემთხვევაში დანებებით დამარცხდა: 2020 წელს ხაბიბ ნურმაგომედოვთან და 2022 წელს ჩარლზ ოლივეირასთან). რას ფიქრობთ მასზე? რა არის მისი მთავარი ძლიერი მხარე?


მის მიმართ უდიდესი პატივისცემა მაქვს. ძალიან კარგი მებრძოლია და შთამბეჭდავი კარიერა აქვს. უამრავ დიდ სახელს შეხვედრია და ორჯერ ყოფილა დროებითი ჩემპიონი, ისტორიაში ერთადერთი მებრძოლი, რომელმაც ეს შეძლო.


არაერთ მნიშვნელოვან ბრძოლაში მიუღია მონაწილეობა, მაგრამ ჩემნაირ მებრძოლს ჯერ არ შეხვედრია. ის იმავე სცენარს იმეორებს, რასაც ყველა ჩემი მეტოქე: მასწავლის თავმდაბლობას, თითქოს თავის ადგილზე დამსვამს, ამბობს, რომ ზედმეტად ამპარტავანი ვარ და ა.შ. მაგრამ ყველამ ვიცით, როგორ მთავრდება ეს.


რაც შეეხება მის ძლიერ მხარეებს, ის საშიშია. მისი ხელები ქაოსურია; არასდროს იცი, საიდან მოვა დარტყმა. ამ ქაოსს კი ჩვენ სიმშვიდით და ანესთეზიით ვუპასუხებთ.


მსუბუქი წონის ტიტულს დაიცავთ იმ დღეს, როდესაც ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის მზადებაში იქნება. რა პროგნოზი გაქვთ ორივე დაპირისპირებისთვის?


ჩემი პროგნოზი გამარჯვებაა, სწორედ ამისთვის მოვემზადეთ. ეჭვი არ მეპარება, რომ გავიმარჯვებ, და ასევე გაიმარჯვებს ესპანეთიც. გამარჯვებისთვის ყველა საჭირო იარაღი გვაქვს. თუმცა სპორტის სილამაზე ის არის, რომ არასდროს იცი, რა მოხდება. სწორედ ამიტომ უყურებენ ადამიანები თამაშებსა და ბრძოლებს.


ერთადერთი, რაც გარანტირებულია, ისაა, რომ არაფერს ვტოვებთ შემთხვევითობაზე ან იღბალზე. ყველა შესაძლებლობისთვის ვშრომობთ. შემდეგ კი ყველაფერი ღმერთის ნებაზეა, იმ ბედზე, რომელიც ჩვენთვისაა განსაზღვრული და ეს ყოველთვის კარგია, ყოველთვის სრულყოფილია.



თქვენი სერიალი „The Topurias“ 5 ივნისს გამოდის. როგორი იყო გადაღებების პროცესი თქვენი ცხოვრების ასეთ მნიშვნელოვან მომენტებში? სერიალი იწყება ჰოლოუეისთან ტიტულის დაცვით და დღევანდელ დღემდე მოგვიყვება ისტორიას.


სერიალის გადაღება ადვილი ნამდვილად არ არის. კამერები და მიკროფონები მუდმივად შენ გარშემოა, უამრავი ადამიანია... შემდეგ ჩანაწერებს უყურებ და საკუთარ თავში ისეთ რაღაცებს ამჩნევ, რაც გაკვირვებს.


არის მომენტები, რომლებიც ნოსტალგიას იწვევს, ზოგჯერ სევდასაც, რადგან საკუთარ თავს უკიდურესად გამოფიტულ მდგომარეობაში ვხედავ, ძალიან ცუდ ფორმაში. ამის ყურება რთულია, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია.


მინდოდა ეს ხალხისთვისაც გამეზიარებინა, რადგან ისინი გხედავენ კვარცხლბეკზე და ყველას უნდა იქ ყოფნა, მაგრამ არავინ იცის, რეალურად რა უნდა გადაიტანო იქამდე მისასვლელად.


სერიალი ზუსტად ასახავს ამ გზას და იმ მომენტებს, რომელთა გავლაც გიწევს. ის ასევე აჩვენებს ჩემს ცხოვრებასა და ოჯახს, რადგან ძალიან ბევრ პირად მომენტს ვუზიარებთ მაყურებელს.


წონის დაკლების კადრები მართლაც მძიმე სანახავია და ეს შესაძლოა შოკისმომგვრელი იყოს მათთვის, ვინც სპორტს შიგნიდან არ იცნობს. აშკარად ჩანს, რამდენად დიდ ტანჯვასთან არის ეს დაკავშირებული.


ყველა, ვინც სერიალი ნახა, განსაკუთრებით წონის დაკლების ნაწილით გაოცდა. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რამდენად რთულია ეს პროცესი.


თქვენი შვილი, უგო, სერიალის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად იქცა. მისი ეპიზოდები და ინტერვიუები საუკეთესო მომენტებს შორისაა. როგორი იყო მასთან ერთად გადაღება?


ერთი სასაცილო ისტორიაა. ერთ-ერთი ეპიზოდისთვის ინტერვიუს იწერდა და რაღაც მომენტში მოკლე შესვენება მისცეს. შემდეგ უთხრეს, რომ გაგრძელება იყო საჭირო, რაზეც მათ შეხედა და უთხრა: „მამაჩემს უფრო მეტ დროს აძლევთ დასასვენებლად.“


ის საუკეთესოა, სერიალის ნომერ პირველი ვარსკვლავი. სიამოვნებით ვუთმობ ამ ადგილს. მისით ვამაყობ. ყოველთვის მინდა, რომ ჩემი შვილი ჩემზე უკეთესი იყოს, ეს ჩემი ყველაზე დიდი სურვილია.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა თქვენი ძმა, ალექსანდრეა. რა როლს ასრულებს ის თქვენს პროფესიულ და პირად ცხოვრებაში? ყოველთვის ძალიან ახლობლები ჩანხართ.


ჩემი ძმა უზარმაზარ როლს თამაშობს როგორც ჩემს პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. საბოლოოდ, ის ჩემი ძმაა.


ის ფაქტი, რომ ამ გზას და ამ პროფესიას ერთად ვიზიარებთ, რომ ამდენი გამოცდილება ერთად გამოვიარეთ, დიდ სიხარულს მანიჭებს და ამით ძალიან ვამაყობ. როდესაც ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ, ორივე ვამაყობთ იმით, რაც გადაგვიტანია. ის ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.


უკვე ერთად ნახეთ სერიალი? რას ფიქრობთ მასზე?


ცალ-ცალკე ვუყურეთ. ბოლომდე ობიექტური ვერ ვიქნები, რადგან საკუთარ თავს ვხედავ, განსაკუთრებით ისეთ მომენტებში, რომლებიც არ მომწონს. ზოგ ადამიანს საკუთარი ხმის მოსმენაც კი არ უყვარს ინტერვიუში, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ საკუთარი ცხოვრება ასე ახლოდან გაუზიარო სხვებს. ოჯახური მომენტები, პროფესიული მომენტები...


თავიდან ცოტა დაბნეული ვიყავი. დაძაბულობა, სასოწარკვეთა, დაღლილობა, სიხარული, ბედნიერება... საბოლოოდ ცრემლსაც ვერ იკავებ. ეს ჩემი ცხოვრებაა - ყველაფერი, რისი გავლაც მომიწია.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ილია თოფურია
MMA

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

,,შენმა შვილმა უკვე იცის, ვინ ვარ" - თოფურია ჯასტინ გეიჯის მამას

•ქართული

ქართული

,,შენმა შვილმა უკვე იცის, ვინ ვარ" - თოფურია ჯასტინ გეიჯის მამას
•ქართული

ქართული

დასტინი: "მაკგრეგორი დავაძინე"

•UFC

UFC

დასტინი: "მაკგრეგორი დავაძინე"
•UFC

UFC

მაგომედ ანკალაევსა და უმარ ნურმაგომედოვს ბრძოლები ჩაენიშნათ

•UFC

UFC

მაგომედ ანკალაევსა და უმარ ნურმაგომედოვს ბრძოლები ჩაენიშნათ
•UFC

UFC

უსმანი კონორზე: "არ მჯერა, რომ გამოვა და იბრძოლებს"

•UFC

UFC

უსმანი კონორზე: "არ მჯერა, რომ გამოვა და იბრძოლებს"
•UFC

UFC

News image

02 ივნ, 2026

,,შენმა შვილმა უკვე იცის, ვინ ვარ" - თოფურია ჯასტინ გეიჯის მამას

News image

02 ივნ, 2026

დასტინი: "მაკგრეგორი დავაძინე"

News image

02 ივნ, 2026

მაგომედ ანკალაევსა და უმარ ნურმაგომედოვს ბრძოლები ჩაენიშნათ

News image

2 სთ წინ

უსმანი კონორზე: "არ მჯერა, რომ გამოვა და იბრძოლებს"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება