ინგლისის ჩემპიონშიფის პლეი-ოფის წინ „Spygate 2.0“-მა იფეთქა.
მიდლსბრომ ოფიციალური საჩივარი შეიტანა საუთჰემპტონის წინააღმდეგ. კლუბი ამტკიცებს, რომ მათი წარმომადგენელი ტაქტიკების გარკვევის მიზნით გუნდის დახურულ ვარჯიშს ფარულად იღებდა.
EFL-მა (ინგლისის საფეხბურთო ლიგა) უკვე დაიწყო გამოძიება. გავრცელებული ინფორმაციით, საუთჰემპტონის ანალიტიკოსი ხუთშაბათს დილით მიდლსბროს ბაზაზე შენიშნეს, სადაც ის ფოტოებსა და ვიდეოებს იღებდა. ის აიძულეს კადრები წაეშალა და ტერიტორია დაეტოვებინა.
EFL-ის წესებით, კლუბებს ეკრძალებათ მეტოქის ვარჯიშზე დაკვირვება მატჩამდე 72 საათის განმავლობაში. მსგავსი შემთხვევა 2019 წელსაც მოხდა, როდესაც მარსელო ბიელსას ლიდსი 200,000 ფუნტით დააჯარიმეს.
თუ დანაშაული დამტკიცდა, საუთჰემპტონს სერიოზული სანქციები ელის.
გუნდებს შორის პირველი ნახევარფინალური მატჩი შაბათს უნდა გაიმართოს.