მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა, უპასუხა შეკითხვას, როგორ ითამაშებდნენ პსჟ და ბაიერნი პრემიერ ლიგაში.
მისი აზრით, გერმანული და ფრანგული გრანდები ინგლისის ჩემპიონატში დომინირებას შეძლებდნენ. დისკუსია შოუს მონაწილეებს შორის ასე წარიმართა:
— „როგორ ფიქრობთ, პსჟ და ბაიერნი პრემიერ ლიგაში რომ გადმოვიდნენ, ჩვენს ლიგას მოიგებდნენ?“ — ჰკითხა სქოულზმა კოლეგებს.
— „ისინი ტიტულისთვის ნამდვილად იბრძოლებდნენ“, — აღნიშნა როი კინმა.
— „მე ვფიქრობ, რომ ისინი იოლად გაიმარჯვებდნენ“, — დაამატა სქოულზმა.
— „პრემიერ ლიგის კონკურენციისა და ინტენსიური მატჩების რაოდენობის გათვალისწინებით, ორივე კლუბს პრობლემები შეექმნებოდა, მაგრამ მაინც მგონია, რომ გაიმარჯვებდნენ“, — განაცხადა იან რაიტმა.