მას შემდეგ, რაც მანჩესტერ სიტიმ დაადასტურა, რომ ბერნარდუ სილვა ამ ზაფხულში კლუბს დატოვებს, პორტუგალიელმა გულშემატკივრებს მიმართა.
,,ქალაქელებო,
როცა 9 წლის წინ ჩამოვედი, მივყვებოდი პატარა ბიჭის ოცნებას - მინდოდა წარმატების მიღწევა და დიდი საქმეების გაკეთება. ამ ქალაქმა და ამ კლუბმა გაცილებით მეტი მომცა, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა. ყველაფერი, რაც ერთად მოვიგეთ და შევქმენით, სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. „ცენტურიონები“, შიდა ტურნირების კვადრუპლი, ტრებლი, ზედიზედ ოთხი ტიტული და კიდევ ბევრი რამ… არც ისე ცუდი იყო.
რამდენიმე თვეში დრო მოვა დავემშვიდობო ქალაქს, სადაც არა მხოლოდ ბევრი მოვიგეთ, არამედ სადაც ჩემი ოჯახიც შევქმენი. მთელი გულით მადლობა ინეშს და კარლოტას!
გულშემატკივრებს - თქვენი უპირობო მხარდაჭერა არასდროს დამავიწყდება. ჩემი მთავარი მიზანი იყო ყოველთვის ვნებით მეთამაშა, რათა თქვენთვის სიამაყე მომენიჭებინა. იმედი მაქვს, ამას ყველა თამაშში გრძნობდით. მოვედი როგორც მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი, მივდივარ როგორც ერთ-ერთი თქვენგანი - სიტის გულშემატკივარი მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
კლუბს, პეპს, სამწვრთნელო შტაბს და ჩემს თანაგუნდელებს - მადლობა ამ წლებისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რომ ამ მოგზაურობის ნაწილი ვყოფილიყავი. მოდით, ერთად დავტკბეთ ამ ბოლო კვირებით და ვიბრძოლოთ სეზონის დარჩენილი მიზნებისთვის.
მიყვარხართ ყველა,
ბერნარდუ." - წერს პორტუგალიელი სოციალურ ქსელში.
ოფიციალურად: ბერნარდუ სილვა სეზონის ბოლოს მანჩესტერ სიტის დატოვებს