ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.
მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან მარცხისა (0:2), ნიდერლანდელი სპეციალისტი გუნდის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.
სლოტმა ხაზი გაუსვა, რომ შემადგენლობის გადახალისება გარდაუვალია გუნდის ლიდერების წასვლის გამო: „მომავალი ნათელი ჩანს მათთვის, ვინც პსჟ-სთან საშინაო მატჩს უყურა.
გუნდმა აჩვენა, რომ ევროპის საუკეთესო კლუბებთან კონკურენცია შეუძლია. ეს უკვე ძალიან ძლიერი შემადგენლობაა, თუმცა გარკვეული ცვლილებებია საჭირო ენდრიუ რობერტსონისა და მოჰამედ სალაჰის წასვლის შემდეგ.
ტრანსფერების რაოდენობაზე არ ვფიქრობ. ჩემთვის მთავარი კონკრეტული ზონებია და ის ფაქტი, თუ რომელი მოთამაშეები ტოვებენ კლუბს.
ჯერ ვნახოთ, რა მოხდება ზაფხულში და უკეთ მივხვდებით, რა არის გასაკეთებელი“, — განაცხადა სლოტმა.
ამ დროისთვის მერსისაიდელები პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 52 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვიან.