• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
სრული სიგიჟე - ლიონის ფეხბურთელის სატრანსფერო საგა ერთ დღეში
ფეხბურთიფეხბურთი

სრული სიგიჟე - ლიონის ფეხბურთელის სატრანსფერო საგა ერთ დღეში

8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში მალიკ ფოფანას საგამ გულშემატკივრების ყურადღება მიიპყრო.


ლიონის გარემარბით გუშინ ანდრეა ბერტა და არსენალი დაინტერესდნენ, თუმცა ლონდონელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი 30 მილიონი ფუნტის გადახდაზე უარი თქვეს.


დღეს საქმეში სანდერლენდი ჩაერთო და ლიონთან 30 მილიონი ფუნტის ღირებულების პაკეტზე შეთანხმდა. ფოფანას ხუთწლიანი კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა და სამედიცინო შემოწმებაც უკვე დაგეგმილი იყო.


ამის შემდეგ კრისტალ პალასმა სანდერლენდის შეთავაზებას გადააჭარბა და 33.5 მილიონი ფუნტი შესთავაზა, ლიონმა კი ეს წინადადება მიიღო.


ფეხბურთელსა და მის წარმომადგენლებს ორი კერძო თვითმფრინავი ჰქონდათ დაჯავშნილი, ერთი ლონდონის მიმართულებით, მეორე კი ნიუკასლისკენ, რომელიც სანდერლენდთან ახლოს მდებარეობს.


თავდაპირველად ფოფანამ ინგლისის ჩრდილოეთში გამგზავრების ნაცვლად ლონდონში გაფრენა და კრისტალ პალასში ტრანსფერის დასრულება გადაწყვიტა.


ამის შემდეგ სანდერლენდმა კრისტალ პალასის შეთავაზება გაათანაბრა და ფოფანას აგენტებს უფრო მაღალი საკომისიო შესთავაზა, რასაც ფეხბურთელი და მისი წარმომადგენლები დათანხმდნენ.


კრისტალ პალასისთვის ფეხბურთელის ადგილსამყოფელი გაურკვეველი გახდა, რადგან ფოფანა ლიონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისის მიმართულებით გაფრინდა, რათა ტრანსფერი დაესრულებინა.


საბოლოოდ, ფოფანა სანდერლენდს 33.5 მილიონი ფუნტის ღირებულების საერთო პაკეტით შეუერთდება, ხოლო მისი აგენტები სოლიდურ საკომისიოს მიიღებენ.


აღნიშნულ ცნობებს დღის განმავლობაში ფაბრიციო რომანო, დევიდ ორნშტეინი და სხვა სანდო წყაროები ავრცელებდნენ.


თუმცა ამ ყველაფრის შემდეგ, სანამ 21 წლის ბელგიელი ფეხბურთელის ტრანსფერს რომელიმე კლუბი ოფიციალურად არ დაადასტურებს, გადაჭრით რაიმეს თქმა რთულია.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

კრისტალ პალასი
ლიონი
სანდერლენდი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კრისტალ პალასმა ლივერპული უარით გაისტუმრა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კრისტალ პალასმა ლივერპული უარით გაისტუმრა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ხელჩართული ჩხუბი - გენდუზი მთელი ლიონის წინააღმდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ხელჩართული ჩხუბი - გენდუზი მთელი ლიონის წინააღმდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სიტის საკადრო ვითარება და მარესკას გეგმები მეორე თამაშისთვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სიტის საკადრო ვითარება და მარესკას გეგმები მეორე თამაშისთვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ჰალანდისა და შერკის დუბლები - სიტიმ სტუმრად იმარჯვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ჰალანდისა და შერკის დუბლები - სიტიმ სტუმრად იმარჯვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

26 აგვ, 2026

კრისტალ პალასმა ლივერპული უარით გაისტუმრა

News image

27 აგვ, 2026

VIDEO: ხელჩართული ჩხუბი - გენდუზი მთელი ლიონის წინააღმდეგ

News image

28 აგვ, 2026

სიტის საკადრო ვითარება და მარესკას გეგმები მეორე თამაშისთვის

News image

29 აგვ, 2026

VIDEO: ჰალანდისა და შერკის დუბლები - სიტიმ სტუმრად იმარჯვა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება