იანიკ სინერი უიმბლდონის გამარჯვებულია.
რეიტინგის ლიდერმა ტურნირზე კარლოს ალკარასის დომინაცია დაასრულა, რომელიც ტურნირს ბოლო ორი წლის განმავლობაში იგებდა.
შეხვედრა 3 საათსა და 6 წუთს გაგრძელდა და სინერის ოთხ სეტში გამარჯვებით, 4:6 6:4 6:4 6:4 დასრულდა.
ამ გამარჯვებით სინერმა ალკარასზე როლან გაროსის ფინალში მტკივნეული მარცხისთვის შური იძია და კარიერაში პირველი უიმბლდონი მოიგო.
ეს სინერის კარიერაში მე-4 გრენდ სლემია, ალკარასმა კი ამ რანგის ტურნირის ფინალში პირველი მარცხი იწვნია, ისე კი ესპანელის ანგარიშზე 5 მოგებული სლემი რჩება.
დღევანდელი გამარჯვებით სინერმა უიმბლდონზე ალკარასის ხანგრძლივი მოგებათა სერია შეწყვიტა, რომელიც 20 მატჩს ითვლიდა.
ეს გამარჯვება კიდევ უფრო საინტერესო იმით არის, რომ 1/4 ფინალში იტალიელი გრეგორ დიმიტროვთან წაგებასთან უკიდურესად ახლოს იყო - ბულგარელი სეტებში 2:0-ს იგებდა, როცა ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.
სინერი გახდა პირველი იტალიელი ისტორიაში, ვინც უიმბლდონის მოგება მოახერხა.