ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

"სულ ეს არის" - კრის პოლმა კარიერა დაასრულა
კალათბურთიკალათბურთი

"სულ ეს არის" - კრის პოლმა კარიერა დაასრულა

13 თებ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

NBA-ში გატარებული 21 სეზონის შემდეგ კრის პოლმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.


"სულ ეს არის! 21 წელზე მეტი ხნის შემდეგ ვტოვებ კალათბურთს. ამას რომ ვწერ, რთულია ზუსტად ვიცოდე რას ვგრძნობ, მაგრამ ერთხელ მაინც, ბევრს გაუკვირდება, პასუხი არ მაქვს!


თუმცა უმეტესად სიხარულითა და მადლიერებით ვარ სავსე. მიუხედავად იმისა, რომ NBA-ის მოთამაშის ეს თავი დასრულდა, კალათბურთი სამუდამოდ დარჩება ჩემი ცხოვრების დნმ-ში. NBA-ში ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი გავატარე, სამი ათწლეულის განმავლობაში. თვითონ ამის თქმაც კი სიგიჟეა!


კალათბურთით ცხოვრება წარმოუდგენელი კურთხევა იყო, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობაც ახლდა თან. მე ყველაფერი მივიღე, კარგი და ცუდიც. როგორც ადამიანმა, რომელიც მთელი ცხოვრებაა სწავლობს, ვიცი, რომ ლიდერობა რთულია და სუსტებისთვის არ არის. ზოგს მოეწონები, ბევრს - არა.


მაგრამ მიზანი ყოველთვის მიზანი იყო და ჩემი განზრახვები ყოველთვის გულწრფელი იყო (ჯანდაბა, როგორ მიყვარს შეჯიბრება!)." - წერს 40 წლის პოლი სოციალურ ქსელში.


კრის პოლი NBA-ის დრაფტზე 2005 წელს ნიუ ორლეანს ჰორნეტსმა პირველი რაუნდის მე-4 პიკად აირჩია და 2006 წელს წლის ახალწვეული გახდა.


გამთამაშებელმა კარიერის განმავლობაში შემდეგ გუნდებში იასპარეზა - ნიუ ორლეანს ჰორნეტსი, ლოს ანჯელეს კლიპერსი, ჰიუსტონ როკეტსი, ოკლაჰომა სიტი თანდერი, ფინიქს სანსი, გოლდენ სტეიტ უორიორსი, სან ანტონიო სპურსი და ბოლოს ისევ ლოს ანჯელეს კლიპერსი.


კრის პოლი სულ ცოტა ხნის წინ ტორონტო რეპტორსში გაიცვალა, თუმცა კანადელებმა ის გუნდიდან დაითხოვეს და ამას მაშინვე მის მიერ კარიერის შესახებ განცხადების გავრცელებაც მოჰყვა.


პოლი ყველა ვარსკვლავის მატჩის 12-გზის მონაწილეა, 2013 წელს კი ოლ-სტარის MVP-ც კი გახდა. ის NBA-ის სეზონის საუკეთესო გუნდში 4-ჯერ მოხვდა, საუკეთესო დაცვით ხუთეულში კი 7-ჯერ.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

კრის პოლი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: მამუმ ცენტრზე ითამაშა - ტორონტო ჰიუსტონში დამარცხდა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: მამუმ ცენტრზე ითამაშა - ტორონტო ჰიუსტონში დამარცხდა
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: "უილტი, მე და შემდეგ კობი" - ადებაიოს ისტორიული 83 ქულა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: "უილტი, მე და შემდეგ კობი" - ადებაიოს ისტორიული 83 ქულა
•კალათბურთი

კალათბურთი

კრის პოლის დაბრუნება - როგორია კლიპერსის შემადგენლობა?

•კალათბურთი

კალათბურთი

კრის პოლის დაბრუნება - როგორია კლიპერსის შემადგენლობა?
•კალათბურთი

კალათბურთი

,,არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მიაღწევ ამას" - იანისი ადებაიოს ისტორიულ შედეგზე

•კალათბურთი

კალათბურთი

,,არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მიაღწევ ამას" - იანისი ადებაიოს ისტორიულ შედეგზე
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

11 მარ, 2026

VIDEO: მამუმ ცენტრზე ითამაშა - ტორონტო ჰიუსტონში დამარცხდა

News image

11 მარ, 2026

VIDEO: "უილტი, მე და შემდეგ კობი" - ადებაიოს ისტორიული 83 ქულა

News image

22 ივლ, 2025

კრის პოლის დაბრუნება - როგორია კლიპერსის შემადგენლობა?

News image

11 მარ, 2026

,,არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მიაღწევ ამას" - იანისი ადებაიოს ისტორიულ შედეგზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება