VIDEO: მამუმ ცენტრზე ითამაშა - ტორონტო ჰიუსტონში დამარცხდა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსი ჰიუსტონ როკეტსთან გასვლით მატჩში 14-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 99:113.
ქართველმა ცენტრის პოზიციაზე 29:58 წუთი ითამაშა და კანადელებს 8 ქულა, 4 მოხსნა, 4 ასისტი შეჰმატა. 3-დან 3 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ასევე, 2 ჩაჭრა და 1 დაკარგვა ჰქონდა.
რეპტორსმა ბოლო 7 მატჩში მეხუთედ წააგო, აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიცია შეინარჩუნა, თუმცა მშვენიერ ფორმაში მყოფ მაიამი ჰიტს (ზედიზედ 6 მოგება აქვს) მიახლოვების საშუალება მისცა.
მამუს გუნდი მომდევნო თამაშს, 12 მარტის 04:00 საათზე, დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერ ნიუ ორლეანს პელიკანსთან კვლავ სტუმრად გამართავს.