VIDEO: ერთი მინი შანსი ჰქონდა - ქართველების უოტფორდმა სტუმრად ფრე ითამაშა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი ჩაკვეტაძისა და საბა გოგლიჩიძის უოტფორდმა, ინგლისის ჩემპიონშიფის 37-ე ტურში, შეფილდ ვენსდისთან სტუმრად 1:1 ითამაშა.
ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო - გოგლიჩიძემ სრულად ითამაშა და 23-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ჩაკვეტაძე კი 84-ე წუთზე შეცვალეს და იქამდე ერთი მინი მომენტი ჰქონდა, როცა მახვილი კუთხიდან ბურთი ბადეს გარედან გაარტყა, ასევე, ერთ-ერთი შეტევისას პრე-ასისტთან იყო ახლოს.
უოტფორდს 36 მატჩი აქვს ჩატარებული, 52 ქულა მოაგროვა და საპლეიოფო მე-6 ადგილთან 5-ქულიან დისტანციაშია.
მომდევნო თამაშს, 14 მარტს, მე-15 ადგილოსან სტოკ სიტისთან (4 ქულით ნაკლები აქვს) სტუმრად გამართავს.