სერბეთის ქალაქ ჟრეიანინში მიმდინარე თავისუფალი ჭიდაობის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა საპრიზო ადგილი დაიკავა.
57 კგ. წონით კატეგორიაში, ქართველმა სპორტსმენმა 1/2 ფინალამდე თურქი და ბრიტანელი მეტოქე დაამარცხა, ფინალის საგზური კი აზერბაიჯანელ ვაგიფ ბაგიროვს დაუთმო.
ბოჭორიშვილმა, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე რასულ გალბურაევს დამაჯერებლად აჯობა და მე-3 ადგილის მფლობელი გახდა.