სერბეთის ქალაქ ჟრეიანინში მიმდინარე თავისუფალი ჭიდაობის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, გიორგი გოგრიჭიანმა საპრიზო ადგილი დაიკავა.
79 კგ. წონით კატეგორიაში, გოგრიჭიანმა 1/2 ფინალამდე მოლდოველ და ავსტრიელ მოწინააღმდეგეს აჯობა, ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში კი აზერბაიჯანელ საბუჰი ამირასლანოვთან დამარცხდა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, ბელარუს ალიაკსანდრ ვიარბიტცკის დაძაბულ შეხვედრაში 8:7 მოუგო და მე-3 სინჯის მედლის მფლობელი გახდა.
ნაკრებისთვის მიმდინარე ტურნირზე მე-2 მედალია - ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა (57 კგ.) ასევე ბრინჯაოს მედალი მოიგო.