ბაიერნის თავდამსხმელი ჰარი კეინი მიიჩნევს, რომ მას და კარიმ ბენზემას თამაშის სტილში ბევრი საერთო აქვთ.
ინგლისელმა განსაკუთრებით ფრანგის სათამაშო ინტელექტი და შეტევების ორგანიზებაში მონაწილეობა გამოყო.
„კარიმი საოცარი ფეხბურთელია, ყოველთვის მისი დიდი გულშემატკივარი ვიყავი. ის სიღრმეში ჩამოდის, თითქმის ათიანივით თამაშობს, ტემპს კარნახობს და საჭირო მომენტში საჯარიმოშიც ჩნდება.
ფიზიკური მონაცემებით განვსხვავდებით, მაგრამ თამაშის გააზრების, თავისუფალი სივრცეების პოვნისა და თანაგუნდელების დახმარების სურვილის მხრივ ბევრი საერთო გვაქვს.
ორივემ ვაჩვენეთ, რომ გოლების გასატანად საჯარიმოში მუდმივად ყოფნა აუცილებელი არ არის.
როდესაც უკან ვიხევ, ნაკლებად მჭიდროდ მეურვეობენ და მომენტებიც ხშირად ასე მექმნება.
გასული სეზონი საუკეთესო მაგალითია - 73 გოლი გავიტანე, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა სეზონში“, - თქვა კეინმა.