-
Aa
+
ფონტის ზომა
თბილისის გრან სლემის პირველ დღის ფინალურ ბლოკში, ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
ფინალში ოქროს მედლებისთვის ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ.) და თემურ ნოზაძე (-66 კგ.) იბრძოლებენ.
ბრინჯაოს ფინალში კი ნინო ლოლაძე (-57 კგ.), ლაშა ნადირაძე (-66 კგ.) და თორნიკე მაზიაშვილი (-60 კგ.) შეეცდებიან გამარჯვებას.
აღსანიშნავია, რომ კაცთა -66 კგ. წონით კატეგორიაში ქართული 1/2 ფინალი ვიხილეთ, სადაც თემურ ნოზაძემ ლაშა ნადირაძე დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ფინალური ბლოკი 17:00-ზე დაიწყება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები