23 ივლისს, თბილისში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დაშნით მოფარიკავე ქალებსა და რაპირით მოფარიკავე კაცებში მედლის მფლობელები გაირკვნენ.
რაპირა/კაცები/სენიორები
რაპირით მოფარიკავე კაცებში მსოფლიო ჩემპიონი ჰონგ კონგელი ჩუნ ინ რიან ჩოი გახდა, რომელმაც ფინალში რუსი კირილ ბოროდაჩევი 15-12 დაამარცხა.
ოქრო - ჩუნ ინ რიან ჩოი (ჰონგ კონგი)
ვერცხლი - კირილ ბოროდაჩევი (ნეიტრალური)
ბრინჯაო - გერგო სემესი (უნგრეთი), მაქსიმ პო (საფრანგეთი)

დაშნა/ქალები/სენიორები
დაშნით მოფარიკავე ქალებში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული უკრაინელმა ვლადა ხარკოვამ მოიპოვა, რომელმაც ფინალში ესტონელ კატრინა ლეჰისს დაძაბულ ბრძოლაში 15-14 სძლია.
ოქრო - ვლადა ხარკოვა (უკრაინა)
ვერცხლი - კატრინა ლეჰისი (ესტონეთი)
ბრინჯაო - ირინა ემბრიხი (ესტონეთი), სერა სონგი (სამხრეთ კორეა)

24 ივლისს სტარტს ქალთა რაპირისა და კაცთა ხმლის კატეგორიები აიღებს. ხვალ საქართველოს 7 წარმომადგენელი იასპარეზებს.
ხმალი/კაცები/სენიორები - ბექა ბაზაძე, გიორგი ურუშაძე, ვახტანგ არჩვაძე
რაპირა/ქალები/სენიორები - ლიზა თაყაიშვილი, ანანო ჯინჭარაძე, ნინო გუდამათიაშვილი, მარიამ ელიავა.