მარკ ანდრე ტერ შტეგენის თქმით, მისი ბარსელონაში დარჩენის საკითხი ამ ეტაპზე არც კი განიხილება.
ბოლო დღეებში აქტიურად იწერბეა, რომ ბარსელონა ესპანიოლის ესპანელი გოლკიპერის, ჟოან გარსიას ტრანსფერთან არის ახლოს.
„ახალი მეკარის მოსვლა? კლუბს ამ თემაზე ჩემთან არ ულაპარაკია, არავის არაფერი უთქვამს, თუმცა ეს თემა საერთოდ არ მაღელვებს.
ჰანსისთან არ მილაპარაკია, იმიტომ რომ ბოლო დროს ამის საჭიროებაც არ ყოფილა.
რაც დანამდვილებით ვიცი არის ის, რომ მომავალ სეზონშიც ბარსელონას მეკარე ვიქნები. ჩემთვის სიტუაცია არ შეცვლილა და შესაბამისად, ახალ სეზონსაც მოუთმენლად ველოდები." - აღნიშნა გერმანელმა.