ლუის ენრიკე გახდა ისტორიაში მეორე მწვრთნელი, რომელმაც ტრებლი ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო.
ესპანელმა სპეციალისტმა თანამემამულე პეპ გვარდიოლას ისტორიული მიღწევა გაიმეორა.
გვარდიოლამ ტრებლის მოგება 2008-09 წლების სეზონში ბარსელონასთან ერთად მოახერხა, 2022-23 სეზონში კი მანჩესტერ სიტისთან ერთად.
რაც შეეხება ლუის ენრიკეს, მან პირველი ტრებლი 2014-15 სეზონში გვარდიოლას მსგავსად ბარსელონას მოაგებინა, წელს კი - პარი სენ-ჟერმენს.
ემოციური კადრი - პსჟ-ის გულშემატკივრების ტიფო