ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ პარი სენ-ჟერმენის გულშემატკივრებმა გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს ემოციური ტიფო მიუძღვნეს.
ტიფოზე გამოსახულია ენრიკე თავის გარდაცვლილ ქალიშვილ ქსანასთან ერთად, რომელიც სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა.
კადრში ვხედავთ ცნობილ ფოტოს, სადაც ენრიკე ქსანასთან ერთად მოედნის ცენტრში დროშას არჭობს, ოღონდ ამჯერად ბარსელონას მაგივრად ტიფოზე პარიზული ფერებია.

