• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ტოპ 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი
ფეხბურთიფეხბურთი

ტოპ 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საფეხბურთო ტრანსფერები დიდი ხანია გასცდა უბრალო მოთამაშეების ცვლას და დამოუკიდებელ, მრავალმილიონიან ბიზნესად იქცა.


ზოგჯერ ეს გარიგებები ამართლებს და კლუბის ისტორიას ცვლის, ზოგჯერ კი მხოლოდ ფინანსურ კრახად რჩება. მიუხედავად შედეგისა, ციფრები, რომლებიც თანამედროვე ფეხბურთში ფიგურირებს, ნამდვილად შთამბეჭდავია.

წარმოგიდგენთ ყველა დროის 10 ყველაზე ძვირადღირებულ გარიგებას:


10. ედენ აზარი (ჩელსი -> რეალ მადრიდი) - €120.8 მლნ


ტრანსფერი, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე დიდი იმედებით დაიწყო, თუმცა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ გარიგებად დარჩა. მუდმივმა ტრავმებმა ბელგიელ ვარსკვლავს საშუალება არ მისცა, რეალში თავისი ნამდვილი პოტენციალი გამოევლინა.



9. ენცო ფერნანდესი (ბენფიკა -> ჩელსი) - €121 მლნ


მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ, არგენტინელი ნახევარმცველი ჩელსის ახალი ეპოქის მთავარ სიმბოლოდ იქცა. ლონდონელებმა მასში გუნდის მომავალი ცენტრი დაინახეს და რეკორდული თანხაც გადაიხადეს.



8. ფლორიან ვირცი (ლევერკუზენი -> ლივერპული) - €125 მლნ


25/26 წლების სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი. ლივერპულმა გერმანელი ტალანტის შესაძენად კლუბის ისტორიაში უპრეცედენტო თანხა გაიღო, რითაც შუა ხაზი მნიშვნელოვნად გააძლიერა.



7. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი -> რეალ მადრიდი) - €127 მლნ


ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყოველი გადახდილი თეთრი გამართლებულია. ბელინგემი მადრიდში მისვლისთანავე გუნდის ლიდერად იქცა და დაამტკიცა, რომ თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.



6. ჟოაო ფელიქსი (ბენფიკა -> ატლეტიკო) - €127.2 მლნ


ატლეტიკომ ამ ტრანსფერით ყველაზე ძვირადღირებული ფსონი დადო თავის ისტორიაში. მიუხედავად დიდი მოლოდინისა, პორტუგალიელი შემტევის სტილი ყოველთვის არ ერგებოდა სიმეონეს მკაცრ ტაქტიკურ მონახაზს და, საბოლოოდ, არ გაამართლა.



5. ფილიპე კოუტინიო (ლივერპული -> ბარსელონა) - €135 მლნ


ბრაზილიელი ჯადოქრის გადასვლა კატალონიაში ბარსელონასთვის მწარე გამოცდილებად იქცა. მიუხედავად დიდი ფასისა, კოუტინიომ ვერ შეძლო იმ გავლენის მოხდენა გუნდზე, რასაც მისგან ფანები ელოდნენ. 



4. ალექსანდრ ისაკი (ნიუკასლი -> ლივერპული) — €145 მლნ


2025/26 წლების სეზონის მთავარი "ბომბი". ლივერპულმა შვედი ფორვარდის სანაცვლოდ პრემიერ ლიგისთვის რეკორდული თანხა გადაიხადა, რითაც ხაზი გაუსვა თავის ამბიციებს როგორც შიდა, ისე ევროპულ ასპარეზზე.



3. უსმან დემბელე (დორტმუნდი -> ბარსელონა) - €148 მლნ


ნეიმარის წასვლის შემდეგ ბარსელონამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გადაწყვიტა დემბელეს შეძენა. ფრანგი შემტევის კარიერა კამპ ნოუზე ტრავმებისა და არასტაბილურობის ნაზავი გამოდგა. თუმცა, ახლა ფრანგის ასპარეზობა პსჟ-ში შთამბეჭდავია.


2. კილიან მბაპე (მონაკო -> პსჟ) - €180 მლნ


პარიზელებმა ამ ტრანსფერით აჩვენეს, რომ მათთვის ფინანსური ბარიერები არ არსებობს. მბაპე გახდა ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელი და წლების განმავლობაში პსჟ-ს წარმატების მთავარი გარანტი იყო, რასაც ვერ ვიტყვით მადრიდის რეალში მოთამაშე ფრანგზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მბაპეს წასვლის შემდეგ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რასაც იქამდე ვერ ახერხებდა.



1. ნეიმარი (ბარსელონა -> პსჟ) - €222 მლნ


და აი ისიც - ტრანსფერი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა საფეხბურთო ბაზარი. 2017 წელს გადახდილი ეს ასტრონომიული თანხა დღემდე რჩება აბსოლუტურ რეკორდად, რომლის მოხსნაც ჯერჯერობით ვერავინ შეძლო.


თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

აზარი
ჯუდ ბელინგემი
მბაპე
ნეიმარი
პსჟ
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მიზეზები თუ რატომ არ იყო ატლეტიკო-არსენალის თამაში მოსაწყენი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მიზეზები თუ რატომ არ იყო ატლეტიკო-არსენალის თამაში მოსაწყენი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალის კოშმარული სეზონი: რატომ ჩავარდა გუნდი ფიზიკურად?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალის კოშმარული სეზონი: რატომ ჩავარდა გუნდი ფიზიკურად?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საკითხი, რომელიც მოურინიოს რეალში დაბრუნებას ართულებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საკითხი, რომელიც მოურინიოს რეალში დაბრუნებას ართულებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კლოპი თუ მოურინიო? ვისი მოსვლა ურჩევნიათ რეალის ფეხბურთელებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კლოპი თუ მოურინიო? ვისი მოსვლა ურჩევნიათ რეალის ფეხბურთელებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

25 წთ წინ

მიზეზები თუ რატომ არ იყო ატლეტიკო-არსენალის თამაში მოსაწყენი

News image

16 წთ წინ

რეალის კოშმარული სეზონი: რატომ ჩავარდა გუნდი ფიზიკურად?

News image

16 წთ წინ

საკითხი, რომელიც მოურინიოს რეალში დაბრუნებას ართულებს

News image

8 წთ წინ

კლოპი თუ მოურინიო? ვისი მოსვლა ურჩევნიათ რეალის ფეხბურთელებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება