ჟოზე მოურინიოს მადრიდის რეალში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, საკმაოდ სერიოზული დაბრკოლება შეიქმნა.
რამდენადაც ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი, ბენფიკადან პორტუგალიელის კონტრაქტის გამოსყიდვა 5-6 მილიონი ევრო ჯდება.
AS-ის ჟურნალისტის, ხოაკინ მაროტოს ინფორმაციით, რეალმა კი მკაცრი პოზიცია დაიკავა და არ აპირებს მწვრთნელში იმაზე მეტის გადახდას, ვიდრე თავის დროზე ჩაბი ალონსოს ლევერკუზენიდან გამოსყიდვა დაუჯდათ.
ამ ეტაპზე ეს მთავარი დაბრკოლებაა ჟოზეს რეალში დაბრუნებასთან დაკავშირებით. პორტუგალიელის კონტრაქტის გამოსყიდვა 30 მაისამდეა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ მოურინიო თავად არის დაინტერესებული მადრიდში დაბრუნებით და მან საკუთარი კანდიდატურა კლუბს თავადვე შესთავაზა.