სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ თავის სამომავლო გეგმებზე ესპანურ El Partidazo de COPE-სთან კომენტარი გააკეთა. მან განაცხადა, რომ ის მსუბუქ წონაში ასვლას გეგმავს.
ჟურნალისტი: "შესაძლებელია, რომ ჩვენ უკვე ვნახეთ შენი ბოლო ბრძოლა ქვემსუბუქ წონაში?"
ილია: "კი, სავსებით."
ჟურნალისტის კითხვაზე ადის თუ არა ის მსუბუქ წონაში, ილიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
"რადგან ისლამი (მახაჩევი) იანვარში ბრძოლას აპირებს, ის აპრილი/მაისში მზად ვერ იქნება, ამიტომ მე ნომერ პირველ კონტენდერ შარლზ ოლივეირასთან ბრძოლა მსურს". - განაცხადა თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ ილია ქვემსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონია. მან ზედიზედ დივიზიონის საუკეთესო მებრძოლები, ალექს ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები