UFC-ის მსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა არმან ცარუკიანმა განაცხადა, რომ ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის ტიტულის ბრძოლის დაზღვევას არ აპირებს.
დროებითი ჩემპიონის ქამრისთვის გეიჯისა და პიმბლეტის ორთაბრძოლა 25 იანვარს გაიმართება და UFC 324-ის მთავარი ივენთი იქნება.
„UFC-სთან ამ ბრძოლის დაზღვევაზე არ მილაპარაკია. უბრალოდ ფულის გამო წონის დაკლებას არ ვაპირებ – ეს ძალიან რთულია. თანაც, მათ ეს არც უთხოვიათ. ამიტომ ჩემთვის სჯობს, წონა არ დავიკლო.
თუ ამას ვაკეთებ, მინდა გარანტირებული ბრძოლა მქონდეს. ივნისშიც გავიარე წონის დაკლება და ბოლოს არაფერი გამოვიდა – უბრალოდ ძალები დავხარჯე“, – თქვა ცარუკიანმა.
ივნისში ცარუკიანმა თოფურიას და ჩარლზ ოლივეირას ბრძოლა დააზღვია — წონა ჩააბარა, თუმცა მისი ოქტაგონზე გასვლის საჭიროება არ დადგა.