ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში UFC 325-ის ღონისძიება გაიმართა.
მთავარ ბრძოლაში ვოლკანოვსკიმ მსაჯების გადაწყვეტილებით (49-46, 49-46, 50-45) დიეგო ლოპესი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა.
მთავარი ქარდის სხვა ბრძოლები:
დენ ჰუკერი (24-14), ბენუა სენტ-დენისთან (17-3) მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.
მაურისიო რუფიმ (13-2) რაფაელ ფიზიევი (13-5) ტექნიკური ნოკაუტით, მეორე რაუნდში დაამარცხა.
ტალისონ ტეიშეირამ (9-1) მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (29-28, 29-28, 29-28) ტაი ტაივუსა (15-9) დაამარცხა.
კუილანდ სალკილდმა (11-1) ჯეიმი მალარკი (18-9) პირველივე რაუნდში მოახრჩო.