• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ირჟი პროჰასკა - სამურაის ჰარაკირი
UFCUFC

ირჟი პროჰასკა - სამურაის ჰარაკირი

20 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

დღევანდელ ბლოგში ყოფილი მოყვარული ფეხბურთელის, ფრისტაილ BMX მრბოლელის, ფლორბოლელისა და პირველი ჩეხი UFC-ის ჩემპიონის, “სამურაი” ირჟი პროჰასკას შესახებ გიამბობთ.

ჰარაკირი [იაპ.] - თვითმკვლელობის წესი იაპონიაში - მუცლის გამოფატვრა (გავრცელებულია სამურაებში).


ახალგაზრდულ ასაკში სხვადასხვა სპორტის სახეობებში ასპარეზობის პარალელურად ირჟი აქტიურად იყო გატაცებული ქუჩის ჩხუბებით, რაც საბოლოოდ მისი ქალაქის საფეხბურთო გუნდის ხულიგანთა კლუბში გაწევრიანებით დასრულდა. გულშემატკივრების ორგანიზებულ ქუჩის ჩხუბებში დაგროვებული გამოცდილების გამოყენება ირჟიმ შერეულ ორთაბრძოლებში გადაწყვიტა. ფილმ “არსაოდეს დაიხიო უკან” ინსპირირებულმა პროჰასკამ “მუაი ტაიში” (ტაილანდური საბრძოლო ხელოვნება) დაიწყო ვარჯიში.


სამშობლოში დაწყებული საბრძოლო კარიერა ირჟიმ იაპონიაში განაგრძო. სწორედ აქ იწყება “ჩეხი სამურაის” ისტორია. პროჰასკა ორგანიზაცია “რიზინ ფაითინგ ფედერეიშენის” ვარსკვლავი გახდა, ჩატარებული 13 ორთაბრძოლიდან 12 მოიგო, აქედან 11 ნოკაუტით (KO/TKO). იაპონური სამურაის კოდექსით, ბუშიდოთი შთაგონებულმა პროჰასკამ ეს ფილოსოფია თავისი ცხოვრების წესად აქცია. დისციპლინა, პატივისცემა, უშიშრობა და მუდმივი თვითგანვითარება - ბუშიდოს საწყისები, ამ ყველაფერმა ირჟი UFC-მდე მიიყვანა.



ჩეხი უკვე მეექვსე წელია შერეული ორთაბროლების უმაღლესი სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია. 12 აპრილს გამართულ იმ ბრძოლამდე, რომელზეც დღეს მსურს საუბარი, ირჟიმ UFC-ში 8 ბრძოლა ჩაატარა და 5 შემთხვევაში მისი მოწინააღმდეგე ოქტაგონზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დატოვა. ტეიშეირასთან ქამარი “საბმიშენით” მოიპოვა, ხოლო ალექს პერეირა მისთვის დაუძლეველი ბარიერი აღმოჩნდა - 2 ბრძოლა და 2 მარცხი. 


 მას შემდეგ, რაც პოატანმა ქვემძიმე წონის ქამარი გაავაკანტურა და მძიმე წონაშ ჯონ ჯონსის დაბრუნების იმედად ავიდა, დივიზიონის საჩემპიონობისთვის პროჰასკა კარლოს ულბერგს შეერკინა. სატიტულო ბრძოლის დაწყებიდან ორ წუთში ახალზელანდიელმა მებრძოლმა, მარჯვენა ფეხზე ჯვარდინი იოგები გაიწყვიტა. ჩეხმა სამურაიმ ბუშიდოს კოდექსით ხელმძღვანელობა გადაწყვიტა და ცალფეხა ოპონენტთან კვლავ დგომში ბრძოლა განაგრძო. სპორტი კი სასტიკია, განსაკუთრებით საბრძოლო ორთაბრძოლები. რაუნდის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ულბერგმა ნაჩუქარი შანსი გამოიყენა და პროჰასკას დაწყებული ჰარაკირი ბოლომდე მიიყვანა. 


ჯანდაბა. ასე მოხდა. შევიწყალე. მე ის ძალიან შემეცოდა.  ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაკვეთილია. ჯერ კიდევ ვერ ვხვდები ამას. ის ბრძოლა მოგებული მქონდა — უკვე ჩემი იყო, ხელში მეჭირა, მაგრამ გავუშვი, რადგან მისი ტრავმა დავინახე.


კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

შონ სტრიკლენდის მოულოდნელი ბოდიში ჩიმაევთან გამარჯვების შემდეგ

•UFC

UFC

შონ სტრიკლენდის მოულოდნელი ბოდიში ჩიმაევთან გამარჯვების შემდეგ
•UFC

UFC

სტვენა ნიუარკში - ფანები უკმაყოფილო დარჩნენ

•UFC

UFC

სტვენა ნიუარკში - ფანები უკმაყოფილო დარჩნენ
•UFC

UFC

ქამრის დაცვა სისხლიან ბრძოლაში

•UFC

UFC

ქამრის დაცვა სისხლიან ბრძოლაში
•UFC

UFC

რემატჩი არ იქნება?

•UFC

UFC

რემატჩი არ იქნება?
•UFC

UFC

News image

11 სთ წინ

შონ სტრიკლენდის მოულოდნელი ბოდიში ჩიმაევთან გამარჯვების შემდეგ

News image

11 სთ წინ

სტვენა ნიუარკში - ფანები უკმაყოფილო დარჩნენ

News image

11 სთ წინ

ქამრის დაცვა სისხლიან ბრძოლაში

News image

11 სთ წინ

რემატჩი არ იქნება?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება