-
Aa
+
ფონტის ზომა
ჰარაკირი [იაპ.] - თვითმკვლელობის წესი იაპონიაში - მუცლის გამოფატვრა (გავრცელებულია სამურაებში).
ახალგაზრდულ ასაკში სხვადასხვა სპორტის სახეობებში ასპარეზობის პარალელურად ირჟი აქტიურად იყო გატაცებული ქუჩის ჩხუბებით, რაც საბოლოოდ მისი ქალაქის საფეხბურთო გუნდის ხულიგანთა კლუბში გაწევრიანებით დასრულდა. გულშემატკივრების ორგანიზებულ ქუჩის ჩხუბებში დაგროვებული გამოცდილების გამოყენება ირჟიმ შერეულ ორთაბრძოლებში გადაწყვიტა. ფილმ “არსაოდეს დაიხიო უკან” ინსპირირებულმა პროჰასკამ “მუაი ტაიში” (ტაილანდური საბრძოლო ხელოვნება) დაიწყო ვარჯიში.
სამშობლოში დაწყებული საბრძოლო კარიერა ირჟიმ იაპონიაში განაგრძო. სწორედ აქ იწყება “ჩეხი სამურაის” ისტორია. პროჰასკა ორგანიზაცია “რიზინ ფაითინგ ფედერეიშენის” ვარსკვლავი გახდა, ჩატარებული 13 ორთაბრძოლიდან 12 მოიგო, აქედან 11 ნოკაუტით (KO/TKO). იაპონური სამურაის კოდექსით, ბუშიდოთი შთაგონებულმა პროჰასკამ ეს ფილოსოფია თავისი ცხოვრების წესად აქცია. დისციპლინა, პატივისცემა, უშიშრობა და მუდმივი თვითგანვითარება- ბუშიდოს საწყისები, ამ ყველაფერმა ირჟი UFC-მდე მიიყვანა.
ჩეხი უკვე მეექვსე წელია შერეული ორთაბროლების უმაღლესი სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია. 12 აპრილს გამართულ იმ ბრძოლამდე, რომელზეც დღეს მსურს საუბარი, ირჟიმ UFC-ში 8 ბრძოლა ჩაატარა და 5 შემთხვევაში მისი მოწინააღმდეგე ოქტაგონზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დატოვა. ტეიშეირასთან ქამარი “საბმიშენით” მოიპოვა, ხოლო ალექს პერეირა მისთვის დაუძლეველი ბარიერი აღმოჩნდა- 2 ბრძოლა და 2 მარცხი.
მას შემდეგ რაც პოატანმა ქვემძიმე წონის ქამარი გაავაკანტურა და მძიმე წონაშ ჯონ ჯონსის დაბრუნების იმედად ავიდა, დივიზიონის საჩემპიონობისთვის პროჰასკა კარლოს ულბერგს შეერკინა. სატიტულო ბრძოლის დაწყებიდან ორ წუთში ახალზელანდიელმა მოებრძოლმა, მარჯვენა ფეხზე ჯვარდინი იოგები გაიწყვიტა. ჩეხმა სამურაიმ ბუშიდოს კოდექსით ხელმძღვანელობა გადაწყვიტა და ცალფეხა ოპონენტთან კვლავ დგომში ბრძოლა განაგრძო. სპორტი კი სასტიკია, განსაკუთრებით საბრძოლო ორთაბრძოლები. რაუნდის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ულბერგმა ნაჩუქარი შანსი გამოიყენა და პროჰასკას დაწყებული ჰარაკირი ბოლომდე მიიყვანა.
ჯანდაბა. ასე მოხდა. შევიწყალე. მე ის ძალიან შემეცოდა. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაკვეთილია. ჯერ კიდევ ვერ ვხვდები ამას. ის ბრძოლა მოგებული მქონდა — უკვე ჩემი იყო, ხელში მეჭირა, მაგრამ გავუშვი, რადგან მისი ტრავმა დავინახე.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები