UFC-ის ქართველმა მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ, არმან ცარუკიანს უპასუხა, რომელიც მას ბრძოლაზე მუდმივად იწვევს და სოციალურ ქსელში ხშირად აქილიკებს.
თოფურიას თქმით, ის არმანს სერიოზულ მეტოქედ საერთოდ არ მიიჩნევს:
„გაოგნებული ვარ იმით, თუ რა სულელია [არმანი]. ყველაფერი, რაც მასზე ინტერნეტში ვნახე, უბრალოდ სასაცილოა. ვის ადარდებს ის საერთოდ...
შენ მდიდარიც კი არ ხარ, მამაშის ფულებს ხარჯავ და არა შენსას. ის უბრალოდ პატარა ბავშვია.
ის ჩემს დონეზე არ დგას. თუ ჩვენი გზები გადაიკვეთება, პირველივე რაუნდში ყბას მოვუტეხავ.“ - აღნიშნა თოფურიამ.