ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ტრამპის ზარი და ინფანტინოს სკანდალი: გამოძიების დეტალები
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ტრამპის ზარი და ინფანტინოს სკანდალი: გამოძიების დეტალები

24 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ გამოძიებას არ დაიწყებს.


კომიტეტის გადაწყვეტილებით, მის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი მათ იურისდიქციაში არ შედის და შესაბამისად, საფეხბურთო სამყაროს მთავარი ფიგურა ამ სკანდალს უმტკივნეულოდ გადაურჩა.

საჩივარი ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ FairSquare-მა შეიტანა. ისინი ინფანტინოს ოლიმპიური ქარტიის დარღვევასა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უგულებელყოფაში ადანაშაულებდნენ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ მის ღია მხარდაჭერაში გამოიხატა.

სკანდალი მსოფლიო ჩემპიონატის დროს აგორდა, როდესაც დონალდ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ ინფანტინოს დაურეკა და ამერიკელი თავდამსხმელის, ფოლარინ ბალოგუნის წითელი ბარათის გაუქმება პირადად სთხოვა.

ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოგებულ მატჩში მიღებული გაძევების გამო ბალოგუნს ბელგიასთან მერვედფინალი უნდა გამოეტოვებინა, თუმცა საქმეში ტრამპის ჩარევამ ყველაფერი შეცვალა. ფიფამ ფეხბურთელს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია 12 თვით შეუჩერა და ეს მხოლოდ სასჯელის გადავადების ზოგადი მუხლით ახსნა. შედეგად, ბალოგუნმა ბელგიასთან ითამაშა, თუმცა ამერიკელები 4:1 განადგურდნენ.

ბრალდება იმ ფაქტს ეფუძნებოდა, რომ ინფანტინო 2020 წლიდან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრია. ოლიმპიური ქარტიის მეორე მუხლი კი პირდაპირ კრძალავს წევრების მიერ მთავრობებისგან ან სხვა ორგანიზაციებისგან ისეთი მითითებების მიღებას, რაც მათ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შეზღუდავს.

BBC-ის ცნობით, ოლიმპიურმა კომიტეტმა განმარტა, რომ ეს საკითხი მათი ეთიკის კომისიის კომპეტენციას სრულიად სცდება. მათი თქმით, საქმე ეხება საერთაშორისო ფედერაციის შიდა მმართველობას, მის ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებს და მთავრობებთან ურთიერთობას, რაც ოლიმპიური კომიტეტის წესდებით არ რეგულირდება.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციამ ბალოგუნის სკანდალური დისკვალიფიკაციის გამო ფიფას ეთიკის კომიტეტში ოფიციალური საჩივრის შეტანის სურვილი საჯაროდ გამოთქვა.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ჯანი ინფანტინო
მსოფლიო ჩემპიონატი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დი მარია: "მესი ამტკიცებს, რომ ისტორიაში საუკეთესოა"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

დი მარია: "მესი ამტკიცებს, რომ ისტორიაში საუკეთესოა"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

4 მიზეზი, რატომაც 2026-ის მუნდიალი ბრაზილიისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

4 მიზეზი, რატომაც 2026-ის მუნდიალი ბრაზილიისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მუნდიალის ყველაზე ცუდი თერთმეტეული: რონალდუ ანტი-ნაკრებს ლიდერობს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მუნდიალის ყველაზე ცუდი თერთმეტეული: რონალდუ ანტი-ნაკრებს ლიდერობს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

2026 წლის მუნდიალის კოშმარი: ალკოჰოლი და უპრეცედენტო ძალადობა ბრიტანეთში

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

2026 წლის მუნდიალის კოშმარი: ალკოჰოლი და უპრეცედენტო ძალადობა ბრიტანეთში
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

24 ივლ, 2026

დი მარია: "მესი ამტკიცებს, რომ ისტორიაში საუკეთესოა"

News image

24 ივლ, 2026

4 მიზეზი, რატომაც 2026-ის მუნდიალი ბრაზილიისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა

News image

24 ივლ, 2026

მუნდიალის ყველაზე ცუდი თერთმეტეული: რონალდუ ანტი-ნაკრებს ლიდერობს

News image

2 სთ წინ

2026 წლის მუნდიალის კოშმარი: ალკოჰოლი და უპრეცედენტო ძალადობა ბრიტანეთში

კომენტარები

ლინკის დაკოპირება