ანხელ დი მარიამ TNT Sports-თან ინტერვიუში არგენტინის ნაკრებზე, ლიონელ მესისა და ლიონელ სკალონიზე ისაუბრა.
ფეხბურთელმა განსაკუთრებული ყურადღება ინგლისთან გამარჯვებაზე გაამახვილა:
ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატი მაშინ დასრულდა, როდესაც არგენტინამ ინგლისი დაამარცხა. ჩვენ ქვეყანას ყველაზე დიდი სიხარული მიანიჭეს.
ლიონელ მესის შესახებ დი მარიამ აღნიშნა, რომ მან იმდენ ხანს უნდა ითამაშოს, რამდენსაც თავად მოინდომებს:
ის 39 წლის ასაკშიც ამტკიცებს, რომ ის ისტორიაში საუკეთესოა. მის დიდებულებას საზღვრები არ აქვს.
რაც შეეხება მთავარ მწვრთნელ ლიონელ სკალონის, დი მარიამ იმედი გამოთქვა, რომ ის პოსტზე დარჩება, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელების შესანიშნავ თაობას აყალიბებს და ნაკრებს ძალიან სჭირდება.