• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
13 პოპულარული შეთქმულების თეორია 2026 წლის მუნდიალის ფინალზე
ფეხბურთიფეხბურთი

13 პოპულარული შეთქმულების თეორია 2026 წლის მუნდიალის ფინალზე

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მუნდიალზე ესპანეთის ჩემპიონობის შემდეგ, არგენტინაში შეთქმულების თეორიებმა ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ უკვე შესასწავლი თემაა.


ამ ტალღას სათავეში ის კონტენტ-კრეატორები ჩაუდგნენ, რომლებიც ნახვებითა და აქტივობებით ხეირობენ.

ტრადიციულ პრესას ამ ქაოსში ჩარევა არ სურს, თუმცა გულშემატკივრები სულ სხვა თემაა. ათობით ათას ფანს სურს ზებუნებრივი ახსნა მოუძებნოს იმას, რაც სინამდვილეში უკეთეს მეტოქესთან უბრალო მარცხი იყო.

ყველაფერს ერთი ფრაზა ასახავს: „რაღაც მოხდა“. ეს სიტყვები მესის მოტივაციური სიტყვის შემდეგ ელვისსწრაფით გავრცელდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ისტერიის შესაჩერებლად ჩარევა ლიონელ სკალონის, მარიო კემპესსა და არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას მოუწიათ. ბოლო ვერსიით, პაუ კუბარსის მიერ ბოლო წუთზე გამოტანილი ბურთი სინამდვილეში უნაი სიმონის კარში გადაკვეთილი იყო.

გამოცემა Marca-მ არგენტინაში გავრცელებული 13 თეორია შეაგროვა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ალბისელესტეს წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო.



ბურთი ბადეში შევიდა


„გახსოვთ, ადრე მეკარეები კარს რომ ამოწმებდნენ? ამოწმებდნენ, ბადე ეწერა თუ არა და რა მდგომარეობაში იყო? ეს ისეთია, რაც ამ მუნდიალზე არ მინახავს. ასე რომ, შესაძლებელია, ბურთი ბადეში გაძვრა?“

ეს არის იმ მომხმარებლების ბოლო თეორია, რომლებიც ამტკიცებენ, რომ იმ სასწაულებრივ მომენტში, როცა კუბარსიმ ბურთი გამოიტანა, მან ხაზი გადაკვეთა. თეორიის მიმდევრები „მტკიცებულებად“ კარის ხაზზე ბურთის ჩრდილს იშველიებენ. აქედან უკვე სხვა ვერსიებიც იბადება, მათ შორის ისიც, რომ ბურთში ჩამონტაჟებული ელექტრონული ჩიპი ვიღაცამ გატეხა და ბურთი სურვილისამებრ გადააადგილა.


მუქარა ფეხბურთელების ოჯახებს: მათ მოგების უფლება არ მისცეს


„არგენტინელ ფეხბურთელებსა და მათ ოჯახებს დაემუქრნენ. მათ ფინალი ვერ უნდა მოეგოთ. ეს ინფორმაცია არგენტინული ფეხბურთის იმ მაღალჩინოსნებისგან მოვიდა, რომლებიც ამერიკაში იმყოფებოდნენ“.

ეს განცხადება ჟურნალისტ სერხიო ოვიედოს ეკუთვნის. სხვა წყაროების ცნობით, მუქარა გამონაკლისის გარეშე ყველა ოჯახმა მიიღო, რის გამოც ბევრი მათგანი ფინალს საერთოდ არ დასწრებია.


მოულოდნელი დოპინგ-ტესტი


ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ფიფამ არგენტინის ნაკრებს მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოულოდნელი დოპინგ-ტესტი ჩაუტარა, რამაც მოთამაშეები ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც გატეხა.

ფიფა ამტკიცებს, რომ სამედიცინო პროტოკოლი ტურნირის სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა და არგენტინულ მხარეს პრეტენზია არ გამოუთქვამს. უფროსი თაობის ქომაგებს კი მაშინვე 1994 წლის მუნდიალი და დიეგო მარადონას დადებითი ტესტი გაახსენდათ, როდესაც მან თავისი ცნობილი ფრაზა თქვა: „ფეხები მოჭრეს“.


ტრამპის გეგმა, ესპანეთის მეფე, პრემიერლიგა, ფლორენტინო და ატლეტიკო


თეორია უფრო შორს მიდის. არგენტინამ თამაში განზრახ წააგო, რაც იმ საერთაშორისო ძალების დიდი გეგმის ნაწილი იყო, რომლებიც ქვეყნის მიმართ მტრულად არიან განწყობილნი და ინგლისის დამარცხების შემდეგ ფეხბურთელების მიერ „მალვინის კუნძულების“ ბანერის აღმართვამ გააბრაზათ.


ბრიტანეთის მთავრობა


ისევ მალვინის ბანერს დავუბრუნდეთ. თეორიის მიხედვით, ჯანი ინფანტინომ მესის უთხრა, რომ თასი ესპანეთისთვის უნდა დაეთმო, რადგან მას შემდეგ, რაც ყველა ბილეთი გაიყიდა, არგენტინის ტურნირიდან გაგდება შეუძლებელი გახდა. სასჯელი მოგვიანებით, 10-წლიანი დისკვალიფიკაციის სახით უნდა მოსულიყო.

TikTok-ის ერთ-ერთი მომხმარებელი უფრო შორს მიდის: „ბრიტანეთის მთავრობამ აიძულა ფიფა, არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ უკიდურესი ზომები მიეღო. შემთხვევითი არ არის, რომ ლისანდრო მარტინესმა და კრისტიან რომერომ, რომლებსაც ეს ბანერი ეჭირათ, ტრავმები მიიღეს“.


ფიფას ისტორიული კანონი


ამ თეორიის მიხედვით, არცერთ ნაკრებს არ შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატი ზედიზედ ორჯერ მოიგოს, შესაბამისად, არგენტინას ტიტულის შენარჩუნების უფლება არ მისცეს.

ამ ვერსიის ავტორები იგნორირებას უკეთებენ იმ ფაქტს, რომ იტალიამ და ბრაზილიამ ეს თავის დროზე შეძლეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ტურნირს ევროპელი ჩემპიონი სჭირდებოდა - კომერციული, სატელევიზიო თუ პოლიტიკური მიზეზების გამო.


ინფანტინოს არჩევა სურს


კიდევ ერთი ვერსიით, ინფანტინომ გარიგება ევროკავშირთან დადო. ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა, სანაცვლოდ კი ევროპული ბლოკი და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მას 2027 წლის ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარდაჭერას გარანტირებულად აღუთქვამდნენ.

ამბობენ, რომ უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერიანი ინფანტინოს მხარდაჭერის მოხსნით დაემუქრა, თუ არგენტინა ჩემპიონი გახდებოდა. ამ ზეწოლამ კი არგენტინელი ფეხბურთელები აიძულა დათმობაზე წასულიყვნენ.

მხოლოდ სამმა ტვიტმა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, 2 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.



გამოძიების ფედერალურ ბიუროს ტაპიას დაპატიმრება სტადიონზე სურდა


თეორია ამტკიცებს, რომ ეს კრიზისი გასახდელში მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შევიდა და ფეხბურთელებზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა. მოგვიანებით პროცესები აეროპორტში გაგრძელდა, სადაც კლაუდიო ტაპიას ტელეფონი ჩამოართვეს, ხოლო საპირისპირო რეისი 2 საათით შეაჩერეს.

არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია ამ ბრალდებებს უარყოფს. თუმცა, ამერიკული ხელისუფლება ნამდვილად იძიებს ასოციაციასთან დაკავშირებულ კომერციულ გარიგებებს და ტაპიასთან დაკავშირებული კომუნიკაციების შესახებ ინფორმაციას ითხოვს.


მასონური თეორია და ენერგიის გადაცემის რიტუალი


აქ უკვე პოპკორნი გჭირდებათ. ყველაფერი ლეგენდარული ფოტოთი დაიწყო, სადაც ლიონელ მესი ჩვილ ლამინ იამალს აბანავებს. ზოგმა ეს „მასონურ ინიციაციის რიტუალად“ ან „სულიერი ენერგიის გადაცემის პროცესად“ აღქვა.

თეორიის ავტორები ამტკიცებენ, რომ ბარსელონა „მასონური კლუბია“, ხოლო წყალი „ნათლობას“ წარმოადგენს, რაც სამხრეთ ამერიკიდან ევროპაში საფეხბურთო დომინაციის გადაცემის სიმბოლოა.

ეს გზავნილები ფოტოსურათს ფინალის ციფრულ კანონზომიერებებსაც უკავშირებდა, თუმცა არანაირი დოკუმენტი არ წარუდგენიათ. ზოგმა უფრო შორს წაიყვანა საქმე და ფინალის თარიღი, დამატებით დროში გატანილი გადამწყვეტი გოლის წუთი (106-ე წუთი) და MetLife სტადიონის არქიტექტურული დიზაინიც კი გააანალიზა, რათა მასონებთან კავშირი ეპოვა.

ზოგიერთ სატელევიზიო ტრანსლაციაში არგენტინის ემბლემაზე მასონური სიმბოლოს მსგავსი ნიშანიც კი გამოჩნდა, რაც ზოგისთვის საკმარისი საბაბი აღმოჩნდა.



მათ ტოტალიზატორების ინტერესების დასაცავად ითამაშეს


ამ თეორიის მიხედვით, ლისანდრო მარტინესისა და კრისტიან რომეროს ტრავმები, არგენტინის ნაკრების მიერ მთელი მატჩის განმავლობაში კარში დარტყმის არქონა და გადაჭარბებული დაცვითი ტაქტიკა ტოტალიზატორებთან შეთანხმების შედეგი იყო და არა ესპანეთის სრული დომინაციის.


ესპანეთმა ამერიკას სამხედრო ბაზები მსოფლიო ჩემპიონატის სანაცვლოდ გადასცა


ერთ-ერთი თეორიით, ესპანეთი დათანხმდა, რომ შეერთებულ შტატებს როტასა და მორონის სამხედრო ბაზები ირანზე თავდასხმებისთვის გამოეყენებინა, სანაცვლოდ კი მსოფლიო ჩემპიონატი მიიღო.

ამ თეორიას არანაირი ოფიციალური დოკუმენტი თუ მტკიცებულება არ გააჩნია. ეს ბრალდებები მკვეთრად ეწინააღმდეგება ესპანეთის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას, რომელმაც კატეგორიულად უარყო, რომ აშშ-მა ეს ბაზები ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში გამოიყენა.


ენერგიის დაცლა: შავი მაგია და ჯადოქრობა


ბევრი ქომაგი ლაპარაკობს იმაზე, რომ ფეხბურთელებმა ენერგიის დაცლა იგრძნეს. ისინი ამბობენ, რომ „რაღაც უცნაური“ მოხდა და მათი ენერგია „გამოიქაჩა“, რადგან გლობალურ ელიტებს ესპანეთის ჩემპიონობა სურდათ.

ესპანურმა პლატფორმა Maldita-მ გამოავლინა, რომ ამ იდეის პოპულარიზაციისთვის განკუთვნილმა მხოლოდ ორმა ვიდეომ TikTok-ზე 8 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. სხვა ანგარიშები უფრო შორს მიდიან და ამტკიცებენ, რომ არგენტინა შავი მაგიის მსხვერპლი გახდა, ზოგი კი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია „იმქვეყნიდან“ მიიღეს.


მსაჯი სლავკო ვინჩიჩი


ბრალდებებს ვერც სლოვენიელი მსაჯი სლავკო ვინჩიჩი გადაურჩა. ბევრმა არგენტინელმა მის მუშაობაში ეჭვი შეიტანა. Change.org-ზე 100 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა ფინალის გადათამაშების მოთხოვნით. პეტიციის ავტორები ამტკიცებენ, რომ მსაჯის გადაწყვეტილებები კორუმპირებული იყო და იგი მატჩის შედეგზე ზემოქმედებისთვის მოსყიდული გახლდათ.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

argentina
ლამინ იამალი
მესი
მსოფლიო ჩემპიონატი
spain
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

როგორ შეაფასა ფენომენომ არგენტინის მარცხი?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

როგორ შეაფასა ფენომენომ არგენტინის მარცხი?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

4 მიზეზი, რის გამოც ინგლისი ჩემპიონი ვერ გახდა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

4 მიზეზი, რის გამოც ინგლისი ჩემპიონი ვერ გახდა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ადეიემის პირველი ინტერვიუ - "მსოფლიოში საუკეთესო კლუბს ვუერთდები"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ადეიემის პირველი ინტერვიუ - "მსოფლიოში საუკეთესო კლუბს ვუერთდები"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესი - არგენტინის ოსტატი იოდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესი - არგენტინის ოსტატი იოდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

18 სთ წინ

როგორ შეაფასა ფენომენომ არგენტინის მარცხი?

News image

18 სთ წინ

4 მიზეზი, რის გამოც ინგლისი ჩემპიონი ვერ გახდა

News image

17 სთ წინ

ადეიემის პირველი ინტერვიუ - "მსოფლიოში საუკეთესო კლუბს ვუერთდები"

News image

2 სთ წინ

მესი - არგენტინის ოსტატი იოდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება