ლიონელ მესის სანაკრებო კარიერა შესაძლოა ფინიშის სწორხაზზე იყოს.
ავტორიტეტული სამხრეთამერიკელი ჟურნალისტი ტიმ ვიკერი მიიჩნევს, რომ ლეგენდარული თავდამსხმელი გუნდში სულ სხვა, „ოსტატი იოდას“ ამპლუაში დარჩება და არგენტინის ახალი თაობის ლიდერს, ნიკო პასს 2028 წლის კოპა ამერიკამდე გაუძღვება.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთთან განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, 8 ოქროს ბურთის მფლობელი საკუთარ მომავალზე დაფიქრდა. ვიკერის თქმით, 2030 წლის მუნდიალისთვის მესი 43 წლის იქნება, რაც მოედანზე თამაშს თითქმის შეუძლებელს ხდის. ამიტომ, იგეგმება როლი, სადაც მესი გუნდის სულიერი და ტექნიკური მოძღვარი იქნება, ხოლო კომოს 21 წლის ვარსკვლავი, ნიკო პასი - მისი უშუალო მემკვიდრე.
ახალგაზრდა ტალანტს გასულ მუნდიალზე მცირე სათამაშო დრო დაეთმო, რადგან მისი და მესის ერთად მოედანზე ყოფნა ტაქტიკურად რთული აღმოჩნდა. ახლა კი, როდესაც არგენტინა მომავლის გუნდის შენებას იწყებს, პასი მესისგან მთავარ ესტაფეტას ჩაიბარებს.