ბარსელონამ ამხანაგურ შეხვედრაში ბაზელი 5:2 დაამარცხა.
მიუხედავად დამაჯერებელი გამარჯვებისა და 5 გატანილი გოლისა, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა კლუბის მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ლა ლიგის სტარტამდე გუნდს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს.
გერმანელი სპეციალისტის თქმით, გუნდს მოედანზე ტემპი აკლდა:
ეს ჩვენთვის კარგი ტესტი იყო. ბიჭებმა კარგად ითამაშეს, მაგრამ იმ ტემპით არ გვითამაშია, რაც გვსურდა. უნდა გავუმჯობესდეთ და ამის აუცილებელი შესაძლებლობები ნამდვილად გვაქვს
მისივე თქმით, ფეხბურთელების ნაწილის დაგვიანებით შემოერთების გამო, გუნდის ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში მოყვანა მარტივი ამოცანა არ არის.
გარდა ამისა, ფლიკმა ახალი ტრანსფერების შესაძლებლობაც არ გამორიცხა და მიანიშნა, რომ გუნდს შესაძლოა გაძლიერება კვლავ დასჭირდეს: "ალბათ, რაღაც გამოგვრჩა. ამას მიმდინარე კვირაში ვნახავთ". მას კონკრეტული პოზიციები და სამიზნეები არ დაუსახელებია.
ახლა ბარსელონას მთავარი აქცენტი ვარჯიშებსა და ფორმის გაუმჯობესებაზე კეთდება. წინასასეზონო ეტაპის ბოლო შეხვედრას კატალონიელები ოთხშაბათს, ჟოან გამპერის თასზე ალ აჰლის წინააღმდეგ გამართავენ, რის შემდეგაც გუნდი ლა ლიგის პირველი ტურისთვის, ელჩესთან მატჩისთვის დაიწყებს მზადებას.