პორტუგალიელი მცველი ჟოაო კანსელო ბარსელონაში ბრუნდება.
ინფორმაციას ამის თაობაზე ფაბრიციო რომანო თავის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
კანსელო თავის მოქმედ კლუბ ალ ჰილალთან კონტრაქტს გაწყვეტს და ბარსელონას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
32 წლის ფეხბურთელი ბარსელონაში იჯარით ორჯერ თამაშობდა, ჯერ 2023/24 სეზონში მან სიტიდან იჯარით, შემდეგ კი 2025/26 სეზონის მეორე ნახევარი, უკვე ალ ჰილალიდან იჯარით.
ალ ჰილალის საკუთრებაში კანსელო 2024 წლიდან იყო, როცა ბარსელონამ იჯარის ამოწურვის შემდეგ მისი გამოსყიდვა არ მოისურვა.