უკვე დღეს, 13 ივნისს, მადრიდის რეალი თბილისის დროით 14:30 საათზე ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს წარუდგენს გულშემატკივრებს.
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელი მარჯვენა მცველი მაისურზე არა გვარს სრულად, არამედ სახელს დაიწერს და მხოლოდ "trent" ეწერება.
ასევე გამოქვეყნდა განაცხადი, რომლითაც მადრიდის რეალი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელშიც ტრენტი 12-ნომრიანი მაისურით არის დარეგისტრირებული, რომლითაც სამეფო კლუბში წარსულში ლეგენდარული მარსელო თამაშობდა.
ლა ლიგის წესების გამო, ტრენტი რეალში ვერ ითამაშებს თავის საყვარელი 66-ნომრიანი მაისურით, რომლითაც წლების განმავლობაში ლივერპულში გამოდიოდა.