სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ბიატლის, ტრიატლისა და ლაზერული სირბილის მსოფლიო ჩემპიონატზე, 15-წლამდელთა შორის, მართა ჭაფოძემ და ვახტანგ კანკიამ კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტრიატლის შერეულ ესტაფეტაზე, ჭაფოძე-კანკიას წყვილმა მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ჭაფოძე-კანკიას დუეტმა, შერეულ ესტაფეტაზეც ანალოგიური შედეგი აჩვენა და იმ კატეგორიაშიც ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.