საფრანგეთში მიმდინარეობს გამოძიება საკომუნიკაციო კომპანია Digital Big Brother (DBB)-ის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც 2018-2020 წლებში პარი სენ-ჟერმენთან თანამშრომლობდა.
გამოცემა Blast-ის ინფორმაციით, DBB პარიზული კლუბისთვის ერთგვარ „ციფრულ არმიას“ წარმოადგენდა, რომლის მთავარი მოვალეობა ინტერნეტში პსჟ-ს რეპუტაციის დაცვა იყო. ეს საქმიანობა მოიცავდა სოციალურ ქსელებში ფეიკ-ანგარიშების შექმნას და კამპანიების წარმოებას კლუბის კრიტიკოსების დისკრედიტაციის მიზნით.
2024 წელს პსჟ-ს კომუნიკაციების ყოფილ დირექტორს, ჟან-მარსიალ რიბს, ბრალი წარედგინა DBB-ის მომსახურების გამოყენებისთვის. 2026 წლის თებერვალში კი ბრალდება ერთ-ერთ შემსრულებელსაც წაუყენეს.
გამოძიების დროს DBB-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კლუბი მათ თვეში დაახლოებით 12,500 ევროს უხდიდა. თანამშრომელთა უმეტესობას ტუნისური კონტრაქტები ჰქონდათ (თვეში 200-300 ევრო), ხოლო თავად ის 1,000 ევროს ექვივალენტს ნაღდი ფულით იღებდა.
რიბი ამტკიცებს, რომ პსჟ-ს პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი, ინფორმირებული იყო ამ „ჩრდილოვანი ინტერნეტ-არმიის“ შესახებ, თუმცა კლუბის ხელმძღვანელი ამას უარყოფს.