საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში პარი სენ-ჟერმენმა პარკ დე პრენსზე ნიცა მიიღო. სასტარტო შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა.
პარიზელებს, რომლებსაც ჩემპიონობა უკვე განაღდებული აქვთ, მოტივაცია ჰქონდათ, რომ ჩემპიონატი დაუმარცხებლად დაესრულებინათ.
30 ტურში ლუის ენრიკეს გუნდის შედეგი 24 მოგება და 6 ფრე იყო, თუმცა ნიცასთან მატჩის შემდეგ სერია დასრულდა და პარიზულ გუნდს დაუმარცხებელი სეზონი აღარ გამოუვა.
სტუმარმა გუნდმა პსჟ 1-3 დაამარცხა, გამარჯვებული გუნდიდან გოლები სანსონმა (2) და ნდაიშიმიემ გაიტანეს, პარიზელთა მხრიდან კი თავი ფაბიან რუისმა გამოიჩინა.
პარი სენ-ჟერმენს შეეძლო ლიგა 1-ის ისტორიაში პირველი გუნდი გამხდარიყო, რომელიც სეზონს დაუმარცხებლად ჩაატარებდა, თუმცა ეს წელს აღარ გამოვა.