ლივერპულს მარცხენა მცველი დატოვებს.
ამ ზაფხულს კლუბმა ბორნმუთიდან მილოშ კერკეზი დაიმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ რობერტსონი/ ციმიკასიდან ერთ-ერთის ადგილი არნე სლოტის გუნდში აღარ არის.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მერსისაიდულ კლუბს ციმიკასი დატოვებს. თავდაპირველად, ახლოს იყო წასვლასთან რობერტსონი, რომლითაც ატლეტიკო ინტერესდებოდა, თუმცა საბოლოოდ ლივერპულის დატოვებასთან უფრო ახლოს ბერძენი ფეხბურთელია.
გუნდის სავარაუდო დატოვების გამო ციმიკასი კრისტალ პალასთან სუპერთასის გუშინდელი მატჩის განაცხადშიც კი არ მოხვდა.
ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ბერძენი მარცხენა მცველი.