ესპანეთის ნაკრების 19 წლის ვინგერი, ლამინ იამალი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარ შედეგიანობაზე არ ნერვიულობს.
მიმდინარე ტურნირზე გამართულ 6 მატჩში მის ანგარიშზე 1 გოლია, დღეს კი, თბილისის დროით 23:00 საათზე, ესპანელები 1/2 ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
„გოლებზე ჩაციკლული არ ვარ, თუმცა ასეთ შეხვედრაში გატანა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მოვლენა იქნება. გამოწვევას ვიღებ - სწორედ ამისთვის ვარ აქ.
ეს არის თამაში, რომელსაც ყველა ელოდა. ვფიქრობ, მაყურებელი დიდებულ სანახაობას იხილავს. ამავდროულად, ცხოვრებაში საფეხბურთო მატჩზე ბევრად უფრო რთული სიტუაციებიც არსებობს, ასე რომ, აბსოლუტურად მშვიდად ვარ.
ზედმეტ წნეხს საერთოდ არ ვგრძნობ. მოედანზე გავალ და გუნდისთვის, როგორც ყოველთვის, მაქსიმუმს გავიღებ“, - განაცხადა იამალმა.